ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა

AutoSharing Option
დღეს, 5 დეკემბერს, ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, ქართველი "რუბინის" რიგებში ასპარეზობს.

"რუბინი" "ლოკომოტივს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. 

ხვიჩამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და შეხვედრის 68-ე წუთზე ალექსანდრ ზუევი შეცვალა. 

კვარაცხელიამ მოედანზე 27 წუთი დაჰყო, რა დროშიც კარში ზუსტად ერთხელ დაარტყა და ერთი წარმატებული დრიბლინგიც შეასრულა, ამასთან ერთად, ქართველმა 3 დუელიდან 3-ივე მოიგო. 

შეგახსენებთ, ხვიჩამ თითქმის ერთი თვე კორონავირუსის შეხვედრის გამო გამოტოვა. 

მომდევნო მატჩს "რუბინი" 13 დეკემბერს, "ტამბოვის" წინააღმდეგ გამართავს, რაც შეეხება "ლოკომოტივს", ისინი ამავე რიცხვში "კრასნოდარს" ესტურებიან.  

აღსანიშნავია, რომ
"კრასნოდარამდე" "ლოკომოტივი" "ალიანს არენაზე" "ბაიერნს" დაუპირისპირდება. 

17 ტურის შემდეგ, "რუბინი" 24 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, რაც შეეხება "ლოკომოტივს", მათ 28 ქულა აქვთ და მე-5 ადგილი უჭირავთ.

altხვიჩა კვარაცხელიამ კორონავირუსი დაამარცხა





მკითხველის კომენტარები / 6 /
მესი ხომ კრამიტებს ამტვრევს.
თემო
05 დეკემბერი 2020 23:48
8
ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ხვიჩას შედარებით მაღალი კლასის შემსრულებლები რომ ყავდეს გვერდით მისი შედეგიანობა უფრო მოიმატებს და მეტად სანახაობრივ თამაშს აჩვენებს.
giga
05 დეკემბერი 2020 18:48
1
მოკლედ ვერ გააჩერეს მესი დღეს,,ბურთის დაკარგვის მეტი არაფერი არ გაუკეთებია..
გურჯი
05 დეკემბერი 2020 17:59
61
ორ მარტივ წინადადებაში სამი გრამატიკული შეცდომა გაქვს, ძმობილო.
ILIA
05 დეკემბერი 2020 22:16
1
თუ ხვიჩას თამაშში ვერ დაინახე "ბურთის დაკარგვის მეტი ვერაფერი" ესეიგი სხვა სპორტზე უნდა გადახვიდე
გურჯი ს
05 დეკემბერი 2020 18:25
3
შევიდა თუარა გუნდს ეგრევე დაეტყო, იმის გათვალისწინებით რო კაცი აკვლდათ კარგად გაამწვავა მცველები აფორთხიალა ერთი ორი იქითაქეთ კაი პასებიც დაარიგა რამოდენიმე მაგრამ საგოლე მომენტი არ ქონია ...
ბეთ
05 დეკემბერი 2020 17:34
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული