ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა

AutoSharing Option
დღეს, 5 დეკემბერს, ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, ქართველი "რუბინის" რიგებში ასპარეზობს.

"რუბინი" "ლოკომოტივს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. 

ხვიჩამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და შეხვედრის 68-ე წუთზე ალექსანდრ ზუევი შეცვალა. 

კვარაცხელიამ მოედანზე 27 წუთი დაჰყო, რა დროშიც კარში ზუსტად ერთხელ დაარტყა და ერთი წარმატებული დრიბლინგიც შეასრულა, ამასთან ერთად, ქართველმა 3 დუელიდან 3-ივე მოიგო. 

შეგახსენებთ, ხვიჩამ თითქმის ერთი თვე კორონავირუსის შეხვედრის გამო გამოტოვა. 

მომდევნო მატჩს "რუბინი" 13 დეკემბერს, "ტამბოვის" წინააღმდეგ გამართავს, რაც შეეხება "ლოკომოტივს", ისინი ამავე რიცხვში "კრასნოდარს" ესტურებიან.  

აღსანიშნავია, რომ
"კრასნოდარამდე" "ლოკომოტივი" "ალიანს არენაზე" "ბაიერნს" დაუპირისპირდება. 

17 ტურის შემდეგ, "რუბინი" 24 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, რაც შეეხება "ლოკომოტივს", მათ 28 ქულა აქვთ და მე-5 ადგილი უჭირავთ.

altხვიჩა კვარაცხელიამ კორონავირუსი დაამარცხა





ასევე დაგაინტერესებთ