ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ჩაკვეტაძე გერმანიაში გაემგზავრა

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა, ამხანაგურ შეხვედრაში ქვედალიგურ "დეინცეს" გოლი გაუტანა და მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ევროპა ლიგის უკანასკნელ ტურში "ჰოფენჰაიმთან" მატჩისათვის გუნდთან ერთად გერმანიაში წაიყვანა.

"გენტმა" ჯგუფში ხუთივე მატჩი წააგო, "ჰოფენჰაიმმა" კი პლეი-ოფის საგზური მოიპოვა და ამ თამაშს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

"ჰოფენჰაიმისა" და "გენტის" დაპირისპირება 11 დეკემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ