ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "ადმირა".
კიტეიშვილი თავისი გუნდის ნამდვილი ლიდერია - გასულ ტურში "აუსტრიასთან" დუბლი შეასრულა, ახლა კი 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი პასით 43-ე წუთზე იონ სტანკოვიჩმა ანგარიში გახსნა, ხოლო 58-ე წუთზე კევინ ფრიესენბიჰლერმა მეორე გოლი გაიტანა. ოთარი 74-ე წუთზე შეცვალეს.
გრაცული გუნდი 21 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ ლასკ-ს 2 ქულით ჩამორჩება და 19 დეკემბერს "სენტ პოლტენს" უმასპინძლებს.
ის ერთი დისლაიქი(თუ არ მოემატა უკვე) ვინც დამიწერა-არც სხვა ერის შვილები დამიწყევლია. ახალი წელი მოდის,ბოროტება გულთან არ მიიკაროთ და ღმერთი შეეწიოს ყველა კარგ ადამიანს კარგ საქმეებში