კიტეიშვილმა დუბლის შემდეგ 2 საგოლე პასი გააკეთა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "ადმირა".

კიტეიშვილი თავისი გუნდის ნამდვილი ლიდერია - გასულ ტურში "აუსტრიასთან" დუბლი შეასრულა, ახლა კი 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი პასით 43-ე წუთზე იონ სტანკოვიჩმა ანგარიში გახსნა, ხოლო 58-ე წუთზე კევინ ფრიესენბიჰლერმა მეორე გოლი გაიტანა. ოთარი 74-ე წუთზე შეცვალეს.

გრაცული გუნდი 21 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ ლასკ-ს 2 ქულით ჩამორჩება და 19 დეკემბერს "სენტ პოლტენს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
არა რა იღბალმა მაგრად გაგვწირა ნოემბერში, ეს ბიჭი მაინც გვყოლოდა რა.
0
ბოდიში და ერთ ადგილს არ ვწმენდ ნაკრებს ან ფედერაციას, მაგრამ წარმოიდგინეთ კიტე შუაში რო ყოფილიყო მაკედონიასთან გვილიას მაგივრად, რომელიც ძველი გვილიას აჩრდილია უბრალოდ, კვარა მარჯვნივ ყაზაიშვილის მაგივრად და შენგელია მარცხნივ, შესაბამისად ოქრი , როგორც ბელორუსთან წინ დადგებოდა. ჩაკვეზე აღარაფერს ვამბობ სექტემბრიდან დამტვრეულია... აი ესენი რო გვყოლოდნენ დარწმუნებული ვარ ეხლა ევროპისთვის ჩვენ მოვემზადებოდით, ძალიან სამწუხაროა და გული მტკივა უსაზღვროდ, რამდენი რამე შეიცვლებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ამ ევროპაზე გასვლით, არა მარტო ფეხბურთის კუთხით! :( ბედი არ გვქონია და ეტყობა რაღაცეებში შევცდით , შესაბამისად დავისაჯეთ..
iolasha
22:33 13-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული