ხვიჩას მოყინულ მოედანზე თამაში გაუჭირდა და თებერვლის ბოლომდე დაისვენებს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" სარანსკში 1:0 დაამარცხა "ტამბოვი".

მატჩის წინ ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ დაიჩივლა, რომ გაზონი მოყინული იყო და 90-იან წლებში დაბრუნდნენ. თუმცა, ეს ფაქტორი მათ დაეხმარა. მოედანზე ხაზები ვერ გაავლეს, VAR-მა ვერ იმუშავა და სამოშნიკოვს თამაშგარედან გატანილი გოლი ჩაუთვალეს. "რუბინის" ფეხბურთელები კი ხუმრობდნენ, რომ თხილამურების გარეშე თამაში მოსახერხებელი არ იყო.

კვარაცხელია სასტარტოში იყო, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაუჭირდა, თუმცა აქტიური გახლდათ, სამი საგოლე მომენტი ჰქონდა, რომელთაგან ვერც ერთი ვერ გამოიყენა და 79-ე წუთზე
შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში მეოთხე ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს.

უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაში მყოფ "ტამბოვში" 19 წლის მცველმა ზურაბ გიგაშვილმა და 21 წლის ნახევარმცველმა ვლადიმირ კობახიძემ ითამაშეს. ეს უკანასკნელი მეორე ტაიმში პენალტის დანიშვნას ამაოდ ითხოვდა.

"რუბინი" 27 ქულით მერვე ადგილზეა, ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას 3 ქულა აშორებს, 17 დეკემბერს გროზნოში "ახმატს" შეხვდება და შვებულებაში გავა - პრემიერლიგა თებერვლის ბოლოს განახლდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხვიჩას დიდი მომავალი აქვს პიროვნულადაც დადებითია.
საფეხბურთო სამყარო დაანახებს
სად იქნება მისთვის უკეთესი და უფროსი კვარაც ჭკუას დაარიგებს. ისე რომ იცოდეთ, სულ პატარა კვარაც ეზრდება ქართულ ფეხბურთს
პაატა
20:04 18-12-2020
0
არ მესმის ამ ბიჭს რო მიუთითებთ, წადი და წადი!! კონკრეტულად სად? შეგიძლიათ დაწეროოთ? ანუ რომელი გუნდი ეხვეწება და რომელმა გუნდმა გამოთქვა შეძენის სურვილი და რომელი გაისტუმრა მწარე უარით? ბელგიიის, ჰოლანდიიის, ავსტრიიი, პორტუგალიის საბერძნეთის გრანდები თუ მიიწვევენ კიდე ჰო , მაგარი იქნება, მაგრამ ამ მეორე ხარისხივანი ჩემპიონატის არასახემპიონო გუნდში გადასვალვას რა აზრი აქ? უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ფუნანსურადაც და ეს რუსეთის პრემიერლიგა ვაღიაროთ რომ რაც ზემოთ ჩამოვთვალე ქვეყნები არაფრით არ ჩამოუვარდება და თან რუბინს აქ პერსპექტივა ევროპულ ტურნირზე მოხვედრის, ასე რომ სისულელე მგონია ადგეს ეხლა და წავიდეს ბელგიის მეხელენში ან სადღაც ესპანეთის მეორე დივიზიონის ჭ კლასის გუნდში! ახალგაზრდაა რაცარუნდა იყოს, თუ მოინდება გრანდს ყიდვა აუცილებლად იყიდის იმიტომ ტომ 20 მილიონი მაგათთვის არის მზესუმზურის ფული და რუბინს დააალაპარაკებენ მაგ თახანზე! /
Vasili
12:13 14-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული