"ალბათ, ვაისი ამიტომ არ მიძახებდა" - ზივზივაძემ სლოვაკ მწვრთნელთან ურთიერთობასა და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი "ფეჰევარის" ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გახლდათ.

წამყვანმა მას კითხვა იმის შესახებ დაუსვა, თუ რატომ არ იძახებდა მას ვლადიმირ ვაისი და ჰქონდა თუ არა მასთან კომუნიკაცია.

"ბოლოს ვლადიმირ ვაისთან კონტაქტი 2018 წლის მაისში მქონდა, როდესაც მალტასთან და ლუქსემბურგთან ამხანაგური შეხვედრები ჩავატარეთ.

ამის შემდეგ სლოვაკ სპეციალისტთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ჩემი მხრიდან რაიმე მიზეზებზე საუბარი, ალბათ, რთული იქნება...

არავის უთქვამს ჩემთვის, რატომ არ ვიყავი ნაკრებში. ალბათ, მწვრთნელმა ეგრე გადაწყვიტა, მის სათამაშო სქემაში ვერ ვჯდებოდი და ამიტომ არ
ვიყავი შემადგენლობაში.

რა თქმა უნდა, გული ძალიან დამწყდა. ძალიან ბევრს ვშრომობ და მიზნის მისაღწევად და ნაკრებში მოსახვედრად შრომას აუცილებლად გავაგრძელებ.

ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთი რაღაც განვმარტო. ბოლო სანაკრებო სიის გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოვაქვეყნე და ეს იყო მხოლოდ იუმორი და არავის შეურაცხყოფა არ მიფიქრია", - თქვა ზივზივაძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ra saklubo pegburti da ra sanakrebo, budus nairi porvardi dgesdgeobit chven arhvkavs da amas rac upro male mixvdeba pederacia mit uketesi ikneba nakrebistvis,
x
16 დეკემბერი 2020 17:30
4
რა გახდა ეს ზივზივაძე, ათამაშეთ ამხანაგურე შეხვედრებში და ვნახოთ რას იზავს. მანაც დვალიშვილივით თუ ივარგა ისეიგი ეგეც ყოჩაღია. ( იუმორით რათქმაუნდა)
ლუკა
15 დეკემბერი 2020 16:53
0
Budu dzaan kai bijia.kargi porvardia chemi azrit.imedia axali mcvrtneli miscems mas shans rom tavi gamoochinos nakrebshi.axla.monda ori sityva vtkva mcvrtnelze da pederacias mivmarto.rodis apirebt axali mcvrtnelis danishvnas.maincdamainc 1 kvirit adre unda moviyvanot sanam matis tamashebi daicyebaa?????? Ikneb cita adre davicyot dzebna rom mushaoba moascros.tu vinmes gakvt komunikacia pederaciastan ikneb mimartot rom axali.mcvrtneli droulad daayenon
Giorgi kopalianiGvyavs
15 დეკემბერი 2020 11:59
0
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება,რომ სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთელები ვარჩიოთ, პროდუქტიული ფორვარდის დეფიციტი გვაქვს საერთოდ. ნაკრებში ის უნდა დააყენო ვისაც მუდმივი სათამაშო პრაკტიკა აქვს, და არ მესმის იმ მწვრთნელების, ფეხბურთელების ამოჩემება, რომ იციან და უთამაშებელს და წონამომატებულებს დააძუნძულებენ, თან ძირითადში.. ზივზივაძეს სხვებზე მეტი სარგებელი შეუძლია მოუტანოს ნაკრებს.
Rable
15 დეკემბერი 2020 07:52
0
შრომა საჭიროა საკუთარი წარმატებისათვის და არა ნაკრებში მოსახვედრად ბუდუ. ნაკრები არაა კარიერაში ნამდვილი წარმატების წინაპირობა.
პატიოსანი მწვრთნელების უმეტესი ნაწილი გეტყვის რომ შენ წმინდად საკლუბო, სქემატურად აწყობილი და კარგად შეთამაშებული გუნდის კაცი ხარ, შესაბამისად შენ ნაკრებში ვერასოდეს წარმოჩნდები საამაყო და საოცარი რეზულტატით, აი ჩაკვეტაძე კი პირიქითაა, ბალაგანში მონახავს საერთო ენას სრულიად უცნობ მორბენალებთან.
დროა ვისწავლოთ გარჩევა თუ ვინაა სანაკრებო სტილის და ვინა საკლუბოს.
ასევე ისტორიამ დაამტკიცა რომ ცეცაძეც სანაკრებო მწვრთნელია და არა საკლუბო, თქვენს მას სამტერდიაში ნაკრები ჰაყვდით, შეთამაშებული ხალხი და იმიტომ იყავით წარამტებული.
საწყენი ზემოთ დაწერილში არაფერია მგონი.
წინსვლას გისურვებთ ბუდუ!
jango
15 დეკემბერი 2020 00:06
8
ამ კაცს შანსი არ მისცეს და ამ ფილოსოფიას ჯობია შანსი მიეცეს და დაამტკიცებდა კიდეც , დარწმუნებული ვარ , რომ ნომერ 1 თავდამსხმელია ზივზივაძე დღეს. ეჭვიც არ მეპარება პირადად
გადასარევი გიორგი
15 დეკემბერი 2020 03:06
0
გაუგებარია რატომ არ გამოიძახა უნგრეთის ჩემპიონატში მშვენივრად გამოიყურება ძირითდის ფეხბურთელია და მეორე ადგილზეა მისი კლუბი და უნგრეთს წელს გუნდი ჰყავდა ჩემპიონთალიგაზე აქედან გამომდინარე არც ისე სუსტი ჩემპიონატი არ ყოფილა უნგრეთის ჩემპიონატი ეტაპობრივად ვითარდება უნგრეთის პირველობა.
ზურა
14 დეკემბერი 2020 15:35
2
დვალი უნგრეთიდან არ არის ? ფეჰერვარსაც ერთი ნაბიჯი დააკლდა ფლეიოფიდან გამვოარდა ევროპა ლიგის
ლშა
15 დეკემბერი 2020 13:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული