ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სად წავლენ ყაზაიშვილი და კაშია - რა ვარიანტი აქვთ ნაკრების ფეხბურთელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია უგუნდოდ არიან.

როგორც იცით, ორივე მათგანი რამდენიმე დღის წინ წამოვიდა "სან ხოსედან" და ახლა თავისუფალი აგენტები არიან.

რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა, სად განაგრძობენ ეს ფეხბურთელები კარიერას, რადგან ისინი ნაკრების წევრები არიან.

ჯერჯერობით რაიმე წინადადებაზე არც ქართულ და უცხოურ მედიაში არ დაწერილა. ამიტომ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ.

ეს ორი ფეხბურთელი ყველასთვის კარგად ნაცნობი ნიდერლანდური კლუბებისთვისაა. ალბათ, კარგი იქნებოდა, თუ ისინი ერედივიზიონს
დაუბრუნდებოდნენ, თუმცა ეს ცოტა გაჭირდება...

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაშიასთან და ყაზაიშვილთან თანამშრომლობა მათ ყოფილ გუნდს, "ვიტესს" მოუნდეს. რა თქმა უნდა, გურამი არნემული გუნდის ლეგენდაა, თუმცა "ვიტესი" გაახალგაზრდავებაზე ზრუნავს, თანაც მშვენიერ ფეხბურთს აჩვენებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლა კაშია დაიბრუნოს.

რაც შეეხება სხვა ვარიანტებს... შესაძლოა, წინადადებები იყოს რუსეთიდანაც, რადგან იქ ქართველ ფეხბურთელებს ძალიან კარგად იცნობენ და ბევრი კლუბი ჩვენებურებით ინტერესდება...

საინტერესო იქნება ასევე, ქართული გუნდები თუ იფიქრებენ ამ ფეხბურთელების დამატებაზე. ასეთები კი ფინანსურად შედარებით გამართული "დინამო თბილისი" და ბათუმის "დინამო" არიან.

მოკლედ, ყველაფერი, წესით, უახლოეს მომავალში გაირკვევა და ალბათ, მალე ყაზაიშვილსაც და კაშიასაც ახალ გუნდში ვიხილავთ.

ასევე დაგაინტერესებთ