გიორგი დემეტრაძიდან გიორგი ქოჩორაშვილამდე - ქართველები, რომლებმაც ესპანეთში ითამაშეს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა, 21 წლის გიორგი ქოჩორაშვილმა ისტორია შექმნა.

ის გიორგი დემეტრაძის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგის გუნდის მაისურით გოლი შეაგდო.

მოგეხსენებათ, მან "ლევანტეს" შემადგენლობაში ესპანეთის თასის 1/64-ფინალში გასვლაზე "რასინგ მურსიას" გაუტანა, მოედანზე კი 22 წუთი დაჰყო.

გიორგის აქამდე ლა ლიგაში დებიუტი უკვე ჰქონდა. მართალია, ის გასულ სეზონში მხოლოდ 2 წუთით ათამაშეს, თუმცა ეს ლა ლიგაში დებიუტად ჩაითვალა.

ყველაფერ აქედან გამომდინარე, ქოჩორაშვილი გიორგი დემეტრაძისა და შოთა არველაძის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრიმერაში ითამაშა.

ქართველი "ლევანტეს" რიგებში
2019 წელს გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში მან ანდალუსიური გუნდების დუბლებში 8 შეხვედრა ჩაატარა, ძირითადი გუნდის სათადარიგოთა შორის კი პერიოდულად ხვდება. ახლა კი თასზე შანსიც მისცეს.

მან კარიერა "საბურთალოში" დაიწყო, რის შემდეგაც "ჟირონა" და კლუბი "პერალადა" იყო.

მოგეხსენებათ, ის არ არის პირველი ქართველი, რომელიც "ლევანტეში" ირიცხება. 2007/08 წლებში ამ კლუბის რიგებში შოთა არველაძე ირიცხებოდა.

დღეს უკვე ტაშკენტის "ფახთაქორის" მწვრთნელი კარიერის მიწურულს გადაბარგდა ანდალუსიაში, ტრავმების გამო მხოლოდ 3 მატჩი ითამაშა და გოლი ვერ გაიტანა.

ბოლო შეხვედრა შოთიმ 2008 წლის 18 მაისს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩაატარა, სადაც მისი გუნდი 2:5 დამარცხდა.

ქოჩორაშვილამდე და არველაძემდე კი "პირველი მერცხალი" ლა ლიგაში გიორგი დემეტრაძე გახლდათ.

ის 2000 წელს კიევის "დინამოდან" "სოსიედადში" გადაბარგდა. ჩვენებურმა სანსებასტიანურ გუნდში ორი სეზონი დაჰყო. მან ჯამში 13 შეხვედრაში ითამაშა.

სწორედ დემეტრაძის სახელზე მოდის ის ერთადერთი გოლი, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ლა ლიგაში აქვს გატანილი.

აქვე გეტყვით იმ 4 ქართველი ფეხბურთელის შესახებაც, რომლებმაც ესპანეთის მე-2 ლიგაში ითამაშეს ან თამაშობენ.

ოთო კაკაბაძე 3 სეზონი "ხიმნასტიკში" ბურთაობდა, შემდეგ "ლუცერნში" გადაბარგდა, ახლა კი ლა ლიგა 2-ს დაუბრუნდა და "ტენერიფეში" ირიცხება.

"სევილია ატლეტიკოში", "ხიმნასტიკსა" და "ლუგოში" ირიცხებოდა გიორგი აბურჯანია, რომელიც ამჟამად "ოვიედოს" წევრია.

24 წლის ნახევარმცველი ლადო მოხეშვილი-ჩიკვილაძე იყო "ალბასეტესა" და "ალოიოკანოს" წევრი.

გიორგი პაპუნაშვილი კი, აგერ, უკვე 3 წელია "სარაგოსას" ღირსებას იცავს. ამ დროის განმავლობაში კი იჯარით სანტანდერის "რასინგში" თამაშიც მოასწრო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგით რაა,ეს თამაშობს? 2 წუთიო.ახლა თასზე გამოიყვანეს დაბალლიგელთან 20 წუთით.21წლისაა უკვე,თუ რამეს წარმოადგენს,აქამდე უნდა ეჩვენებინა.გაანათხოვრებდნენ მაინც სეგუნდაში აბურჯანია ან კაკაბაძესავით.
Master
17:46 18-12-2020
10

21 წლის ფეხბურთელია და ახლა უნდა ითამაშოს და ახლა უნდა მიეცეს შანსი აშკარად შრომისმოყვარე ფეხბურთელია და საწყენია რომ არ ეძლეცა ლევანტეში თამაშის საშუალება გასაგებია ლევანტეა ლალიგის ტრადიციული გუნდი და იქ პირველ გუნდში მოხვედრა რთულია ,მაგრამ არ იქნება უკეთესი ფეხბურთელიათვისაც და კლუბის თვისაც ,რომ გაანათხოვრონ სეგუნდა დივიზიონის რომელი მე გუნდში სადაც თამაშის საშუალება ექნება ფეხბურთელიც მოუმატებს უკეთეს დონეზე თამაშის სად სეგუნდას დონე და სად დუბლების ლიგა და კლუბიც უკეთესად დაკვირდება.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული