კომპანის კიტეიშვილის შეძენას ურჩევენ, თუმცა...

AutoSharing Option
"შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩინებულ ფორმაშია და სხვადასხვა კლუბის და მათ შორის, "ანდერლეხტის" ყურადღება მიიპყრო.

გასულ წელს ბრიუსელურ გუნდს ბელგიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მცველი ვენსან კომპანი ჩაუდგა სათავეში და მეკარისა და 10 ნომრის პოზიციაზე ფეხბურთელის დამატებას საჭიროებს. voetbalnieuws.be წერს, რომ კლუბს შეზღუდული ბიუჯეტი აქვს და 10 ფეხბურთელს შორის კომპანის კიტეიშვილის კანდიდატურასაც სთავაზობს.

ოთარს გრაცულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ბელგიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე მყოფ გუნდში გადასვლა კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი ვერ იქნება. მით უმეტეს, როგორც
გამოცემა აღნიშნავს, "ანდერლეხტს" ფინანსურადაც არ ულხინს.

რაც შეეხება "შტურმს", 12 ტურის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგაზე 24 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ზალცბურგს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჭ კლასის კიარადა ჰ კლასის გუნდებთან ვერაფერს გავხით. მაკედონიამ საერთოდ ბურთი დაგვახია თავზე ბურთი არ დაანახეს საერთოდ სომხეთმა კიდევ რაც გვიქნა მხითარიანის გარეშე კი ვნახეთ და ამის შემდეგ კიდევ როგორი ოპტიმიზმით შევყურებთ ქართულ ფეხბურთს:):)ვაისს გადავაბრალეთ ჩვენი ფეხბურთელების უნიათობა:(:(
lasha
14:05 24-12-2020
3
ავსტრიას ქართველები კარგათ ეწყობიან ბელგიას პირიქით ცუდად და ამიტომ ჯობია ავსტრიაში დარჩეს
მათე
11:31 24-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული