კომპანის კიტეიშვილის შეძენას ურჩევენ, თუმცა...

AutoSharing Option
"შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩინებულ ფორმაშია და სხვადასხვა კლუბის და მათ შორის, "ანდერლეხტის" ყურადღება მიიპყრო.

გასულ წელს ბრიუსელურ გუნდს ბელგიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მცველი ვენსან კომპანი ჩაუდგა სათავეში და მეკარისა და 10 ნომრის პოზიციაზე ფეხბურთელის დამატებას საჭიროებს. voetbalnieuws.be წერს, რომ კლუბს შეზღუდული ბიუჯეტი აქვს და 10 ფეხბურთელს შორის კომპანის კიტეიშვილის კანდიდატურასაც სთავაზობს.

ოთარს გრაცულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ბელგიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე მყოფ გუნდში გადასვლა კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი ვერ იქნება. მით უმეტეს, როგორც
გამოცემა აღნიშნავს, "ანდერლეხტს" ფინანსურადაც არ ულხინს.

რაც შეეხება "შტურმს", 12 ტურის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგაზე 24 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ზალცბურგს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ოღონდ ბელგია არა, რა ოქრიაშვილი დაღუპეს, მერე ჩაკვე და ახლა კიტეს ნუ გაასამებინებთ რა.
9
მე ვფიქრობ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატზე უნდა გაკეთოს აქცენტი ოთომ ჩემი აზრით თავისუფლად შეძლებ ბუნდესლიგის და სერიაას დონეზეც თამაშს და რაც შეეხება ანდერლეხტს ეს ის გუნდი ააღარაა რაც წლების წინ იყოო ჩემი აზრით იქ გადასვლა არ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი კარიერული თვალსაზრისით კი შტურმზე კარგი გუნდია მაგრამ ითოს მეტი შეუძლია
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული