ვალერი გაზაევი: კვარაცხელიასავით მაღალ დონეზე ჩვენთან არავის შეუძლია ითამაშოს

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში რუსეთის პრემიერლიგის პირველი ნახევარი ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ამჟამად კი გოსდუმის ეროვნებათაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვალერი გაზაევმა შეაფასა და "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

კითხვაზე, თუ ახალგაზრდა ტალანტებიდან ვინ მიიპყრო მისი ყურადღება, გაზაევმა უპასუხა:

"წელს, სამწუხაროდ, რუსთაგან ვინმეს დასახელება გამიჭირდება. არ არის ისეთი, რომელიც ჭაბუკურ ასაკში თავს ისევე წარმოაჩენდეს, როგორც თავის დროზე არშავინმა, კერჟაკოვმა, ჟირკოვმა, ძმებმა ბერეზუცკებმა, ძაგოევმა, მამაევმა, კოკორინმა და ა.შ. ვის შეუძლია ახლა 18-19 წლის ასაკში მართლაც მაღალ დონეზე ითამაშოს, ისე, როგორც იმავე ქართველმა კვარაცხელიამ? ვერავის
ვხედავ: აი, ისიც, ჩვენი ფეხბურთის ნათელი მომავალი. და ეს მანაღვლებს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
რუბინი თუ გავა ევროტურნირზე და ჯგუფში ჩაჯდება ეს იქნება იდეალური ვარიანტი კვარაცხელიასთვის კიდევ ერთი სეზონით ამ გუდნში დარჩენა!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
24 დეკემბერი 2020 14:46
2
ეხლა ის, ან ზენიტმა ან ცსკ უნდა წაიყვანოს და ორი (ერთი მაინც) სეზონი ევროტურნირებზე ათამაშოს, აი მერე კი გამოჩნდება რეალური და კარგი გუნდი მისთვის ...
jino
24 დეკემბერი 2020 14:04
19
21 წლამდე რუსეთში დარჩენა ჯობია კარგად ვითარდება კლუბში ადგილი აქვს დამკვიდრებული მუდმივად თამაშობს კარგი მწვრთნელი ჰყავს უმატებს და ახლა სხვა გუნდში გადასვლა ამ ასაკში ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს ან ექნება სათამაშო პრაქტიკა ან არაა ევროპაში წასვლა ჩემი აზრით ჯერ ადრეა.
ზაზა
24 დეკემბერი 2020 11:50
6
მე ვხედავ რომ სლუცკის რუბინში ხვიჩა ვითარდება და უმატებს მუდმივად ძირითადშია ძალიან კარგად გამოიყურრება ჯერ 19 წლის არის ყველაფერი წინ აქვს და თუ იქნება სერიოზული ინტერესი წამყავანი ევროპული კლუბებიდან არამგონია ხვიჩამ უარი თქვას ან კლუბმა დაბრკოლოს მაგრამ ისეთ კლუბში გადასვლა სადაც არ ათამაშებენ მადრიდის რეალიც რომ იყოს ნამდვილად არ არის სასურველი.
მე ვისურცებდი რომ ზაფხულშივე გადასულიყო კარგ ევროპულ გუნდში თუმცა სერიოზული დაინტერესება არ ჩანს ამ ეტაპზე იწერებოდა რომ დორტმუნდი იყოო დაინტერესებული თუ დორტმუნდი აიაქსი ლილი ან რომელიმე ასეთი მაღალი დონის კლუბი აკვირდება რომელიც ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენს იქ აუცილებლად უნდა წავიდეს ასეთ კლუბში.
გიო
24 დეკემბერი 2020 11:45
1
თუნდაც იოვიჩის მაგალითი , ტიპი დაფრინავდა , გოლებს გოლებზე იტანდა და დააკონსერვეს რეალში ბიჭი
ლშა
24 დეკემბერი 2020 12:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული