კახი მახარაძე: არველაძემ "ფახთაქორი" სუპერკლუბად აქცია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და ტაშკენტის "ლოკომოტივის" კაპიტანმა კახი მახარაძემ ქართულ სპორტულ საიტ Popsport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და სხვა თემებთან ერთად, უზბეკეთში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"თბილისის "ლოკომოტივიდან" ტაშკენტურ "ლოკომოტივში" მოვხვდი. თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო. 2009 წელს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დამასახელეს, მაგრამ შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა დაგვტოვა, რომელიც ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. დაინგრა მთელი სისტემა და "ლოკომოტივი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ჩემ იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა და როგორც კი "ფახთაქორიდან" მოწვევა მივიღე, არც კი დავფიქრებულვარ.

აუცილებლად უნდა ვთქვა: მაშინ უზბეკეთის
ჩემპიონატში ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ეს ახლაა, "ფახთაქორი" ყველაფერს რომ იგებს, თორემ იმ პერიოდში, როდესაც მე ვთამაშობდი, ჩემპიონობისთვის რამდენიმე კლუბი იბრძოდა. დღევანდელი "ფახთაქორის" სუპერკლუბად ჩამოყალიბება კი შოთა არველაძის დამსახურებაა. სწორედ შოთამ და მასთან ერთად მომუშავე ადამიანებმა შეძლეს, დაემსგავსებინათ "ფახთაქორი" თანამედროვე ევროპული კლუბისთვის.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი მეშვეობით, შოთას ყველა ის ტიტული მივულოცო, რომელიც ტაშკენტში მოიგო. როგორც ვთქვი, ჩემი "ფახთაქორში" თამაშის პერიოდში ჩემპიონატი უფრო დაძაბული იყო. ასე რომ, ის ოთხი ტიტული, რომელიც ამ გუნდის რიგებში მოვიგე, უფრო რთულ ბრძოლაშია მოპოვებული. უზბეკეთის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი ვარ. ეს უკანასკნელი გამარჯვება ირაკლი კლიმიაშვილთან ერთად ვიზეიმე, რომელიც მაშინ "ფახთაქორში" თამაშობდა", - აღნიშნა მახარაძემ.

წყარო: popsport.com

მკითხველის კომენტარები / 8 /
Avto beridze cocxalia? Martla magari mwvrtnelia fizikis
Levani
26 დეკემბერი 2020 01:07
2
ეგეთი არ გვყავს. სამაგიეროდ გვაქვს ნაღდი ადიდასები. :)
რეზო
25 დეკემბერი 2020 20:39
1
ვეძებ კარგ ფიზმომზადების მწვრთნელს თბილისში 18 წლის ფეხბურთელს სწორად სირბილი რომ ასწავლოს უცხოეთში სინჯებზე რომ გამოადგება ისეთი და ვის მირჩევთ?
ფეხბურთი 2020
25 დეკემბერი 2020 18:15
6
გუჯა კახაძე გვთავაზობს თავის მეთოდს.ვიდეოებიც აქვს დადებული და ფეისბუკზეც შეძლებთ მასთან დაკავშირებას.ნახეთ ვიდეოები,მოუსმინეთ და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ.თუ რასაც გვპირდება სიმართლეა,ძალიან გამოგადგებათ მისი მეთოდი და არა მარტო თქვენ.ზოგიერთის საყურადღებოდ კი,ამას ვიტყვი:სწავლა არასოდეს არის გვიან და არასწორი სირბილი,ზედმეტ დაღლილობას და ტრავმებს იწვევს.სწორედ ამის გამო იმტვრევიან ძირითადში,ჩვენი ბიჭები.ამ ზაფხულს,მოსკოვის დინამოსთან ლოკომოტივის გამარჯვების შემდეგ,სწორედ მაგის გამო გიჟდებოდნენ რუსები,სწორი სირბილიც კი არ შეუძლიათ და ამათ როგორ გვაჯობესო.ლევან ყენია,ამომავალი ვარსკვლავი იყო და მადრიდის ატლეტიკოში სტაჟირებაზე რომ წაიყვანეს,მასაც ეს უთხრეს,არასწორად დარბიხარ,ქუსლებზე არ შეიძლება სირბილი,მთელ საყრდენ მამოძრავებელ სისტემას დაინგრევო.შედეგი იცით,მიიღო მძიმე ტრავმები და მიუხედავად რამდენიმე ოპერაციისა,ბოლომდე გამოჯანმრთელება,ვერ შესძლო.
სოსო
26 დეკემბერი 2020 14:54
0
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ვერ უძლებენ 2 ტაიმს და 18 წლის ბიჭი მიხვდა რომ მოსამატებელი აქვს და შენგან ასეთი კომენტარი რამდენად ადექვატურად მიგაჩნია?
დეცუს
26 დეკემბერი 2020 12:24
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული