ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

sovsport: კვირკველიას "ლოკოში" დაბრუნება საკადრო საკითხს გადაწყვეტს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივში" დიდი ცვლილებებია. კლუბის ძველი ხელმძღვანელობა, რომელმაც საბა კვირკველია "როტორში" გაუშვა, სამსახურიდან მიაბრძანეს. "სოვეტსკი სპორტმა" გუნდის პრობლემები მიმოიხილა და ჩვენებურის დაბრუნება საჭიროდ მიიჩნია:

"სლობოდან რაიკოვიჩის თემა უნდა დაიხუროს. ის ცალსახად ვერ ქაჩავს. ძირითადი მცველების სახით მურილიო და ჩორლუკა არიან, მათთვის კი რეალური კონკურენციის გაწევა კვირკველიას შეუძლია. ქართველის იჯარიდან დაბრუნება საკადრო საკითხს გადაყვეტს. კიდევ მეოთხე ნომრად ლისცოვი - ნომიმალური ვარიანტი. 2018 წლიდან უთამაშებელი ბორის როტენბერგი კი ის დროა მამისეულ "სოჭში" გაუშვან".

ასევე დაგაინტერესებთ