"ტენერიფე" ოთარ კაკაბაძის შემცვლელს ეძებს

AutoSharing Option
კანარული eldorsal-ი აღნიშნავს, რომ სექტემბრის დასასრულს "ლუცერნიდან" "ტენერიფეში" გადასულმა საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ ახალ გუნდში თავი ვერ წარმოაჩინა.

ის 3 დეკემბერს სეგუნდა დივიზიონში "საბადელთან" საშინაო მატჩის (1:2) შესვენებაზე შაკილ მურმა შეცვალა და მას შემდეგ ჩემპიონატზე მწვრთნელმა ლუის მიგელ რამისმა სამ შეხვედრაში განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ არ ათამაშა.

გამოცემის მტკიცებით, რამისი თვლის, რომ მური სხვა პოზიციაზე უფრო გამოადგება და მარჯვენა მცველის დამატება უნდათ. კლუბის სპორტული დირექტორი ხუან კარლოს კორდერო თავისი ძველი ნაცნობის, ლუის პერესის დაბრუნებას ცდილობს, რომელიც "ვალიადოლიდში"
წელს "ტენერიფედან" გადავიდა და სათადარიგოა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნაკრების ფეხბურთელებში უკონკურენტო ფეხბურთელი თავის პოზიციაზე ტენერიფეს სათადარიგოთა სკამზეც არ უნდა . აი ჩვენი ნაკრების დონე
ტოტტი
27 დეკემბერი 2020 17:52
0
მაინც ვაისის და ბიძინას ბრალია!
SL
27 დეკემბერი 2020 23:31
1
ნერვები რაზე მეშლება იცით, რომ არ შეეძლოს უნიჭო იყოს ვიტყოდი რაცა ეგაა მეტი არ შეუძლიაო და ჩავიქნევდი ხელს, მარა აშკარად შეუძლია მარა როგორც ჩანს ბოლომდე არ იხარჯება, არ ვარჯიშობს ეტყობა სათანადოდ. თორემ ვერავინ დამაჯერებს სეგუნდას დონე ვერ გაქაჩოს, იმასაც ვერ იტყვი არ გაუმართლაო რადგან უკვე მგონი მესამე გუნდია და როგორ შეიძლება არსად არ გაგიმართლოს?
jjj
27 დეკემბერი 2020 16:20
0
მაგაშია უბედურება რო შემცვლელიც არ ჩანს თორე კაი ხანია მოუკლო
ელგუჯა
27 დეკემბერი 2020 12:45
0
ვაი ჩვენს პატრონს, არადა ეს შეუცვლელია ჩვენს ნაკრებში.D მერე გვიკვირს რატომ არ ვართ ევროპაზეო.
hhh
26 დეკემბერი 2020 22:39
2
მართლა შეიყვანეს სიმბოლურში, თითქოს ხიზანა ან რევიშვილი არ ყოფილა მანამდე.

ამანაც დაიჯერა ალბათ რომ ეკუთვნიდა ადგილი ყველა დროის ნაკრებში.

ზოგადად ცუდი ფეხბურთელი არ არის მაგრამ ვერც ძალიან მაღალი კლასის არის. რაღაც აკლია როგორც დაცვაში ისე შეტევაში. ერთში მაინც რომ ძალიან მაგარი უკვე კარგი ფეხბურთელი იქნებოდა მაგრამ ორივეში არასტაბილური და არასაიმედოა
კი :) მართლა შეიყვანეს
27 დეკემბერი 2020 00:55
0
მემგონი ეროვნული ნაკრების ყველა დროის სიმბოლურში შეიყვანეს გულშემატკივრებმა)))
27 დეკემბერი 2020 00:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული