"იუვენტუსი" ხვიჩათი ინტერესდებოდა? რას ნიშნავდა "რუბინის" კლიპის მონაკვეთი

AutoSharing Option
გუშინ, 27 დეკემბერს, ყაზანის "რუბინმა" წინასაახალწლო კლიპი გამოუშვა და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, ვიდეორგოლში მონაწილეობას ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც იღებს.

კლიპში ხვიჩა ჯერ "დორტმუნდის" მაისურით გამოჩნდება, შემდეგ - "გალათასარაის", "კრასნოდარის", ტურინის "იუვენტუსის", მაგრამ ბოლოს მაინც "რუბინის" ფორმაში დარჩა.

დორტმუნდის "ბორუსიას" ინტერესზე რომ დაიწერა, ყველამ კარგად ვიცით, იგივე იყო "გალათასარაისა" და "კრასნოდარის" შესახებ, თუმცა ტურინული გრანდი ჯერ არსად გაჟღერებულა.

შესაძლოა, "იუვენტუსიც" იყო კვარაცხელიათი დაინტერესებული ან, უბრალოდ, ეს წინასაახალწლო ხუმრობა ან სურვილია. ალბათ, არცერთის წინააღმდეგნი ვიქნებით. იმედია, ხვიჩა ერთ დღეს მაინცდამაინც "იუვეში"
თუ არა, ტურინელთა დონის გრანდში ითამაშებს. არ იქნება ცუდი, თუ ეს მომავალ წელსვე მოხდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
აი ამ ფანტაზიებში რო ვცხოვრობთ, იმოტომაც გამოგვდის კარგად ფეხბურთის თამაში და საერთოდ რაც გამოგვდის...შრომის გარდა ყველაფერს ვაკეთებთ და ილუზიებში ვცხოვრობთ და ამით ვიკვებებით....დორტმუნდა ხო იყიდა უკვე....


ისე ამ მართლა კაი ბიჭმა რა დააშავა, დიდ წარმატებებს ვუსურვებ....
გია
16:16 28-12-2020
3
რისი მაისურებიც იშოვეს - ჩააცვეს რა :)))
Dato
13:55 28-12-2020
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული