ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხოჭოლავამ "შახტართან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 27 წლის ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტართან" კონტრაქტი გააგრძელა, - იტყობინება Meta-ratings.com.ua.

ქართველმა კარგად მოახერხა დონეცკურ კლუბში ადაპტირება, მწვრთნელ ლუიშ კაშტრუს ნდობით სარგებლობს და "შახტარში" თამაშს 2025 წლამდე გააგრძელებს.

ხოჭოლავა "შახტარში" "ჩერნომორეციდან" 2017 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და მის რიგებში 53 მატჩში 3 გოლი გაიტანა.