ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 1/3-ით გაიზარდა - ხვიჩა უძვირფასესი ქართველი ფეხბურთელია

AutoSharing Option
დღეს, 29 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ხვიჩა კვარაცხელია 2020 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელა და მალე ეს სტატუსი გერმანულმა საიტმა "ტრანსფერმარკტმაც" გაამყარა.

"ტრანსფერმარკტმა" რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა და ხვიჩას ფასიც 1/3-ით გაიზარდა. თუ ქართველი ნახევარმცველი აქამდე 7,5 მილიონ ევროდ ჰყავდათ შეფასებული, ახლა კვარაცხელიას 10 მილიონ ევროდ აფასებენ.

ამ ცვლილების შედეგად, "კვარა" საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ