"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას

AutoSharing Option
30 წლის ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია ამჟამად უგუნდოდაა და შემოთავაზებების მოლოდინშია.

ბოლოს ის გერმანიის მე-3 ლიგის ბინადარ "უერდინგერში" ვარჯიშობდა, თუმცა ამ კლუბში ვერ დარჩა.

ჩვენებური ამჟამად გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჩვენ ყენიას დავუკავშირდით და მისი გეგმებით დავინტერესდით.

"ამჟამად არანაირი შემოთავაზება არ მაქვს, ამიტომ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და წინადადებებს ველოდები.

ჯერჯერობით არვიცი რა იქნება მომავალში. დავბრუნდები თუ არა საქართველოში? - შემოთავაზება არც ეროვნული ლიგის კლუბებიდან მქონია, თუმცა თუ რაიმე საინტერესო წინა
დადება იქნება, დავფიქრდები.

მინდა, რომ ფეხბურთი კვლავ ვითამაშო. კარიერის დასრულებას არ ვაპირებ და ვნახოთ რა იქნება".

ჩვენთან ბოლო ინტერვიუში ყენიას ნათქვამი ჰქონდა, რომ მის ძველ კლუბ "საბურთალოს" მასთან დავალიანება ჰქონდა და ფეხბურთელს ამის შესახებაც დავეკითხეთ.

"საბურთალომ" დავალიანების დაფარვაზე უარი მითხრა და ამიტომ საქმე სასამართლოშია გადასული, პროცესი კი ძალიან გაიწელა.

იმედი მაქვს, პროცესი მალე დასრულდება და სიმართლე გაიმარჯვებს", - თქვა ყენიამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემები სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ და პოულობენ გამოჯანმრთელების საშუალებას. რატომ ჩვენი ფეხბურთელები თვითონ არ ინტერესდებინ უცხოელი ვინ მოარჩინა და იმ ექიმთან რატომ არ მიდიან სამკურნალოდ?
Emre-ს
02 იანვარი 2021 12:33
1
ყენიაზე ნიჭიერი ბოლო 10-15 წელში ქართულ ფეხბურთს ტალანტი არ ყოლია, ბავშვობაში უვიცმა მწვრთნელებმა და არასწორმა გაზრდამ უკვე მე მომწიფებულ ასაკში დაატყო კვალი. კომენტარებში ყველა ლომი ხართ, ადამიანის გაგება კიდევ არავის შეგიძლიათ
Emre
01 იანვარი 2021 16:23
2
ხან უვიცი მწვრთნელის ბრალია, ხან უვიცი ექიმის, ხან რუსეთის, ხან უღვალის და ხან რის. ოღონდ არასდროს ფეხბურთელის.
ასეთი აზროვნებით და დათვური სამსახურით რასაც ჩვენ ქართველ მესებს (რომელიც ყოველ ირ წელიწადში ერთხელ გამოჩნდება ხოლმე) ვიტრიალებთ ამ წრეზე დიდ ხანს.
ნუკრი
02 იანვარი 2021 12:44
0
თავს, რომ არ იზოგავდა, მაშინ ხომ კარგი იყო მეასედ, რომ ააწყვეს...წარმატებას ვუსურვებ.
ილია
01 იანვარი 2021 12:58
1
ერთი თავდაუზოგავი ყენია გაგვახსენე რა?...
buba
02 იანვარი 2021 11:35
0
არადა თავის დროზე მახსოვს ამის გამო როგორ ლანძავდენ ქეცბაიას აქაოდა ესეთი "ვარსკვალივი" გვყავსო და ნაკრებში როგოორ არ ათამაშებო.
გიორგი
31 დეკემბერი 2020 20:24
3
თუ დასჭირდა სასამართლოში ირბენს, მინდორზე კი, ძუნძულის მეტს არაფერს აკეთებს... აი ამაშია საქმე...
კ ო მ ბ ლ ე
31 დეკემბერი 2020 18:50
7
გერმანიის მესამე დივიზიონის გუნდი, ანუ მეცხვარეებით განთქმულ სოფლის გუნდმა იფიქრა, იფიქრა, ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, ბოლოს მაინც დაასკვნეს, რომ ეს კაცი ფეხბურთელი არ არისო და ეხლა სხვა მეცნიერები მუშაობენ იმის გასარკვევად, რა კატეგორიის ადამიანთან აქვთ საქმე..
აი ეს არის პუნქტუალური გერმანელთა ბუნება...
კ ო მ ბ ლ ე
31 დეკემბერი 2020 18:29
6
კარგი იქნება, თუ ლევან ყენია თბილისის "ლოკომოტივს" დაუბრუნდება!!! სიამოვნებით ვიქნები მისი ქომაგი. ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია!!!
tngh
31 დეკემბერი 2020 15:42
5
ლტოლვილად ჩაბარდეს ფეხბურთელი 30წლის ასაკში ვერ დადგება აწი
me
31 დეკემბერი 2020 11:04
11
შენი ინდივიდუალური ვარჯიში და შემოთავაზება არ გაიშვა, ვის რაში ჭირდები ან იქ, ან აქ.
მახა
31 დეკემბერი 2020 09:49
18
მერამდენე ფეხბურთელია საბურთალო ასე რომ ეკცევა პატრონი და სამართალი Aრ ასებობს ამ ქვეკანაში
Cixu
31 დეკემბერი 2020 09:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული