ოქრიაშვილმა ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო და "ეთნიკოსთანაც" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
24sports-ის ცნობით, "ანორთოსისის" საღამოს ვარჯიშზე ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელსაც ტრავმის გამო ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, დისკომფორტი იგრძნო და რამდენიმე დღე სპეციალური პროგრამით მოემზადება.

"ანორთოსისმა" "ეთნიკოსთან" მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა და მასში ოქრიაშვილი არ არის.

ფამაგუსტური გუნდი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დაქვეითდა და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ წაიღო ტვინი ამათმა დისკომფორეტებმა, ქართველ ფეხბურთელთა 80 პროცენტი დისკომფორტს გრძნობს ყველა როცა ერთი ადგილის გაქანება უწევთ.
jjj
06 იანვარი 2021 13:03
2
ამათ თამაშით მთელი საქართველო გრძნობს დისკომფორტს და რა ვქნათ ჩვენ.. ფრჩხილი მოიჭრა ეტყობა ცუდად და გამოიწერა საშობაო არდადეგები...
x x x
06 იანვარი 2021 11:19
4

სიახლეები პოპულარული