პენალტი ლორიას კარში, გაფრთხილება ქეცბაიას - ქვილითაიამ "ანორთოსისს" გამარჯვება მოუპოვა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ეთნიკოსი".

გოლი მე-18 წუთზე თავის მიერვე მოპოვებული პენალტით გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 9 გოლია. ქვილითაიას კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა.

მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია და ბუბა დაუშვილი შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ქვილითაია მე-80 წუთზე შეცვალა. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, გუშინ ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო და ისევ ვერ დაეხმარა თავის გუნდს.

აღსანიშნავია, რომ 34-ე წუთზე მსაჯმა ლორიას კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ სტუმართა
გუნდის კამერუნელმა თავდამსხმელმა კარიმ იბრაჰიმმა ბურთი ძელს გაარტყა.

ტრადიციულად ემოციურად იქცეოდა ქეცბაია, რომელიც მსაჯმა გააფრთხილა.

"ანორთოსისმა" ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა, 33 ქულით მე-4 ადგილზეა და 11 იანვარს სტუმრად "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ქვილითაიამ ორი მაგარი მომენტი გამაზა, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რო ცუდი თავდასხმელია - მაგ მომენტზე გასვლასაც ჭირდება შეძლება, მასეთი მომენტზე გასვლით გააკეთა პენლტი ამ თამშში.
ლორია ხაზზე მრთლა მაგრა თამაშობს
აი დაუშვილმა 2 შორეული ზუსტი და მწვავე პასი გააკეთა რაც მე დავინახე ამ თამაშში, ანუ მას რასაც უწუნებდნენ წინა თამაშებში ამ საიტის მომხმარებლები
ზიზ
07 იანვარი 2021 18:54
2
მგონი არ უნდოდა ქვილითაიას გოლის გატანა...
Solo
07 იანვარი 2021 15:05
0
გადავირიე. ორი ორასპროცენტიანი საგოლე მომენტი გააფუჭა. ასე ებლანდება და ებორკება ფეხი ნაკრებშიც, გადამწყვეტ დროს. ნეტა, არ არსებობს რამე შელოცვა ან ფსიქოლოგიური სერვისი, რომ ჩვენს თავდამსხმელებს ეს დაბორკილი ფეხები გაუხსნას?
კირკიტა
07 იანვარი 2021 15:51
0
მაგარი ბურთი მოიგერია გიომ, ბრავო.
გიგა
07 იანვარი 2021 05:28
4
კი მოიგეს მარა, არ თქვათ რომ ეს ლიდერის თამაში იყო?, ესეთ მოგებას მოგება ქვია?, თან აუტსაიდერთან... რაცხა აკლიათ, წიწაკა, ლობიო, ბადრიჯანი, თუ გოზინაყი? მაგდენი არ ვიცი მარა, რაცხა რომ აკლიათ, მაგას ბარანეც მიხვდება...
... 7 ნომერი რომაა, რა გვარისაა არვიცი, მარა ისეთი მტკიცე ნერვები ქონია, რომე მაგისგან კაი „რიბაკი“ დადგებოდა......
კ ო მ ბ ლ ე
07 იანვარი 2021 01:30
1
ქვილითაია აბაშას ზანაში...
joji
06 იანვარი 2021 21:48
10
ზანა სენაკს ეკუთვნის
ზანა
07 იანვარი 2021 02:22
0
აბაშის ზანა მაგისთვის ბარსელონაა, კაცი ცარიელ კარში ბურთს ფეხს აცილებს თანაც ორჯერ და ეგ უნდა იყვეს ნაკრების ცენტრ ფორვარდი? არა ძმაო ლიჩნად მე მაგას არც აბაშის ზანაში ავიყვანდი და არც ზუგდიდის მექაღალდეში.
დათო
06 იანვარი 2021 22:50
2

სიახლეები პოპულარული