ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

პენალტი ლორიას კარში, გაფრთხილება ქეცბაიას - ქვილითაიამ "ანორთოსისს" გამარჯვება მოუპოვა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ეთნიკოსი".

გოლი მე-18 წუთზე თავის მიერვე მოპოვებული პენალტით გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 9 გოლია. ქვილითაიას კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა.

მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია და ბუბა დაუშვილი შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ქვილითაია მე-80 წუთზე შეცვალა. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, გუშინ ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო და ისევ ვერ დაეხმარა თავის გუნდს.

აღსანიშნავია, რომ 34-ე წუთზე მსაჯმა ლორიას კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ სტუმართა
გუნდის კამერუნელმა თავდამსხმელმა კარიმ იბრაჰიმმა ბურთი ძელს გაარტყა.

ტრადიციულად ემოციურად იქცეოდა ქეცბაია, რომელიც მსაჯმა გააფრთხილა.

"ანორთოსისმა" ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა, 33 ქულით მე-4 ადგილზეა და 11 იანვარს სტუმრად "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.