ნოდარ ქავთარაძე "მეზოკოვეშდის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
28 წლის ნახევარმცველმა ნოდარ ქავთარაძემ თბილისის "დინამო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერას უნგრეთის მეზოკოვეშდში" გააგრძელებს.

ქავთარაძე მოსკოვშია დაბადებული, თამაშობდა მოსკოვის "ლოკომოტივ 2"-ში, "ტიუმენში", ტვერის "ვოლგარში", მაიკოპის "დრუჟბაში", "როსიჩში", თბილისის "ლოკომოტივში", "დილაში" და ქუთაისის "ტორპედოში". ის თბილისის "დინამოში" 2019 წლის 26 ივნისს ჩაირიცხა. გასულ სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"მეზოკოვეშდში" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა, ახლა კი მის ღირსებას მცველი ლუკა ლაკვეხელიანი იცავს. ეს გუნდი ჩემპიონატზე 16 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-8 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნოდარ ქავთარაძე ფიზიკურად შესანიშნავად მომზადებული ფეხბურთელია. წესით, არ უნდა გაუჭირდეს უნგრეთში თამაში. კარგი იქნება, თუ საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს...
tngh
16:15 09-01-2021
0
წარმატებას ვუსურვებ
შოკირებული გულშემატკივარი
11:58 09-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული