ჩაკვეტაძეს უცნაური ტრავმა აქვს, ვარჯიშს კი ორშაბათს დაიწყებს - ამბობს "გენტის" მწვრთნელი

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა voetbalprimeur.be-თან ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

"ცოტა ნაკლები ტკივილით დაბრუნდა, თუმცა ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია. კიდევ ერთხელ ვნახეთ და ვეცადეთ რამე მოგვემოქმედა: რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მივეცით, უქმეების შემდეგ კი იმის იმედით, რომ დისკომფორტი შეუმცირდება, ისევ დაიწყებს ვარჯიშს და იმედია, ბოლომდე შეძლებს აღდგენას.

ექიმები გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მეთოდს იყენებენ. ძალიან უცნაური ტრავმაა, მაგრამ სერიოზული არაა. ტკივილები მართლაც დიდი ხანია აწუხებს. ანატომიურად ბოლომდე საბრძოლველად მზადაა, მაგრამ ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა. ოპერაცია არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება. ტრავმა
კარგა ხანია უნდა მოერჩინა, მაგრამ უცნაური რამ სჭირს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
სამწუხაროდ ჩაკვეტაძის ფეხბურთი დამთავრებულია, მუხლის ტრავმა ქრონიკულში აქ გადასული ესაა სიმართლე რომლის ლაპარაკს ყველა ერიდება, რომც დაბრუნდეს სათამაშოთ ყოველი უმნიშვნელო შეხებაც კი მუხლთან გრძელვადიან ტრამვას ნიშნავს მისთვის. ვანბასტენი მახსენდება ქუსლის ქრონიკული ტრამვით, რომელიც 28-წლის იყო ფეხბურთს თავი რომ დაანება. ჩაკვეტაძე არის მირიგი მსხვერპლი ქართველი ბავშვთა მჩეხავ-მწვრთნელების.
სპა
00:12 11-01-2021
1
ეს ბიჭი არდავკარგოთ ამ მარჩიელობაში ფედერაცია უნდა ამოუდგეს გვერდში და მოძებნოს სათანადო სპეციალისტი მარტო უფლების თვლა და ინტრიგების ხლართვით რომარიან დაკავებული ეგეთ მარგალიტების გაფრთხილება უნდა
იბერიელი68
22:03 10-01-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული