"ნაკრებიდან კლუბში, რომ დავბრუნდი..." - ოთარ კაკაბაძე ნაკრებზე, "ტენერიფეზე" და მომავალზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ტენერიფეს" მცველი ოთო კაკაბაძე დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბარში განაცხადა. ჩვენ ფეხბურთელს ესპანეთში დავუკავშირდით და მისი მომავალით დავინტერესდით.

"დაზუსტებით ვიტყვი, რომ ამ სეზონს "ტენერიფეში" ჩავამთავრებ. კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ისედაც მისრულდება და ზამთარში იჯარის ვარიანტს აზრიც კი არ აქვს.

ნაკრებიდან, რომ დავბრუნდი, გუნდში ახალი მწვრთნელი დამხვდა, მის მონახაზში და ტაქტიკაში ვერ ჩავჯექი და სწორედ ამიტომ დაიწყო საუბარი ჩემს წასვლაზე.

მწვრთნელთან არანაირი უთანხმოება არ მაქვს. პირიქით, ის ძალიან კარგი ადამიანია".

ოთარ კაკაბაძეს ეროვნული ნაკრების და მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებაც დავეკითხეთ.

"ყველა ვთანხმდებით, რომ მაკედონიასთან რაღაც დაგვაკლდა. ჩემი აზრით, ყველამ თავის თავში უნდა დავიწყოთ მიზეზების ძებნა, რათა მომავალში მსგავსი შანსი ხელიდან არ გავუშვათ.

ყოველი შესარჩევი ციკლი ჩვენთვის ახალი შანსია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ტურნირზე აუცილებლად ვითამაშებთ.

რა თქმა უნდა, მომავალ მწვრთნელზე ჩემი აზრი გამაჩნია, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა და დარწმუნებული ვარ, რომ სფფ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
კაკაბაძევ, შენ არა ხარ ქართველი? მომავალით თუ მომავლით? სკოლაში გრამატიკა არ გისწავლია?
სტატუს ქუო
10:31 12-01-2021
1
მაკედონიასთან და სომხეთთან წაგება, თანაბრად უნდა გაინაწილონ ფეხბურთელებმა და ფედერაციამ მთავრობასთან ერთად, რადგან 15-20 ათასი მაყურებელი თამაშზე ეს ზღვაში წვეთი იყო, რადგან ყველანაირი დისტანციის დაცვა გარანტირებული იყო. თუ არადა 300 000 დაინფიცირებულს 2-3 ათასიც დამატებოდა, ევროპაზე გასვლის სანაცვლოდ, რა პრობლემა იყო? ამდენი მაყურებელი კი ერთის კი არა, ორი ფეხბურთელის ექვივალენტი იქნებოდა.
ჟორა გაბრიჭიძე
12:08 11-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული