ქვილითაიას მე-10 გოლი და "ანორთოსისის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველების გუნდმა ამ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში "ანორთოსისმა" ნიქოზიაში 3:0 დაამარცხა "ოლიმპიაკოსი" - 28 ოქტომბრის შემდეგ სტუმრად პირველად იმარჯვა.

"ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ წინა მატჩთან შედარებით გუნდის სასტარტო შემადგენლობაში სამი ფეხბურთელი შეცვალა და სასურველ შედეგსაც მიაღწია.

გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა კვლავ შეუცვლელად ითამაშეს, ასევე ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ქვილითაია, რომელმაც 23-ე წუთზე თავის მიერვე მოპოვებული პენალტი გაიტანა, 41-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 76-ე წუთზე კი შეცვალეს. მან მიმდინარე ტურნირის 15 შეხვედრაში 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი
(4 თერთმეტმეტრიანით) და დიგუინისთან (აპოლონი) და სადიკთან (დოქსა) ერთად ბომბარდირია. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, ისევ ტრავმირებულია. დუბლი 30 წლის ბერძენმა თავდამსხმელმა ნიკოლაოს კალცასმა შეასრულა.

"ანორთოსისი" 36 ქულით მეოთხე ადგილზეა და 16 იანვარს "სალამისს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძირითადათ პენლებით გააქვს, კარგი იქნება ცოტა მასას თუ მოიმატებს და წაქცევის გარეშეც გაიტანს, თორე ესე მგონი ვიღაცამ მაგრად რო მიეჯახოს რაღაცას მტეხავს
koba
12 იანვარი 2021 15:07
1
ქვილითაია ასეთი გამხდარი მე არ მინახავს, დაეტყო აშკარად მკაცრი ხელი! ჯობია იქ ითამაშოს სადაც თამაში გამოსდის და სადაც გოლები გააქ, რა უნდა იქ სადაც ვერ თამაშობს ან არ ათამაშებენ./ მაგრამ ჩვენთვის მაინც იმას აქ მნიშვნელობა საქართველოს ნაკრებში თუ გაიტანს, ნორმალური თავდამსხმელი არ გვყოლია უკვე 10 წელზე მეტია
Vasili
12 იანვარი 2021 10:31
0
და ვის უტანს მერე ? ჯერ ეს გაარკვიე ! ბელგიაში რატომ ვერ იტანდა? ანდა ნაკრებში ვინ უშლიდა გოლის გატანას? ....უკვე რომ მესი გგონია ყველას ..
ემზარ
12 იანვარი 2021 00:23
7
იმ დიდი თამაშის მერე(მაკედონიასთან) ქვილითაია გოლს-გოლზე იტანს! არადა მაშინ უფრო გვჭირდებოდა!
kaxa
11 იანვარი 2021 23:35
2

სიახლეები პოპულარული