ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზაურ მახარაძემ "ზორია" დატოვა

AutoSharing Option
27 წლის მეკარე ზაურ მახარაძემ "ზორიასთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

მახარაძე ლუგანსკურ გუნდში 2018 წლის ზაფხულში "ოლიმპიკიდან" გადავიდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე მხოლოდ 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა - 22 გოლი გაუშვა და 9 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

მას სეზონის დასაწყისი ტრავმის გამო გაუცდა და ახლა "დნიპროსთან" აწარმოებს მოლაპარაკებას.

მახარაძემ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობა ჩვენს ნაკრებში თამაშის იმედით მიიღო, მაგრამ ფიფაში მისი საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდა.