ნინუას არ ათამაშებენ და "ანორთოსისშიც" არ გაუშვეს

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველის, ნიკა ნინუას პაოკ-იდან "ანორთოსისში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში სალონიკური გუნდის მწვრთნელი პაბლო გარსია წინააღმდეგი წავიდა და არ გაუშვა.

არ გაუშვა და არც ათამაშებს. ბოლო 3 მატჩიდან - "ატრომიტოსთან" 78-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, ხოლო "ვოლოსთან" და "ოლიმპიაკოსთან" სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

არადა, ახალგაზრდა ფეხბურთელს პროგრესისთვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და მისი თემურ ქეცბაიას გუნდში მივლინება აუცილებელი იყო.

ნინუა პაოკ-ში სეზონის დასაწყისში გადავიდა და მიმდინარე ჩემპიონატის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვერ ხვდება და ეს იმას ნიშნავს,რომ შრომას,კიდევ უფრო უნდა მოუმატოს.იქნებ იჯარით გაუშვან,ამ ზამთარს.რაკი არ გაუშვეს,ესე იგი მისი იმედიც აქვთ.
სოსო
14 იანვარი 2021 14:47
1
რა ქნან, აქ არანაირი პერსპექტივა არაა, არაა არც ფული
არი მხოლოდ ინტრიგნობა, შური და ბოღმა. აბა ეგ რო არა თავმოყვარე ბიჭი "როტორში"?
ჯაბა
14 იანვარი 2021 14:32
0
ყაზახეთში წავიდეს. ტობოლში. იქ სულ ძირითადში იქნება.
გენა
14 იანვარი 2021 14:03
0
როგორ ვერა და ვერ არტყავენ ეს ქართველები შესაბამის გუნდებს. მგონია რომ ძალიან ძალიან დაბალ დონეზეა ყველა ქართველი ფეხბურთელის (და მათი მენეჯერების) ანალიზის და ანალიტიკური თემების დონე. ხომ უნდა შეაფასო სად მიდიხარ, ვისთან მიდიხარ, რა პერსპექტივაა, რატომ მიდიხარ. რუსეთში წასული ჩვენი ფეხბურთელები გასაგებია რის გამოც მიდიან (ფული, ფული ფული და კიდევ ფული). ნინუაც არის მაგალითი იმისა თუ როგორი საჭიროებაა დეტალური განხილვისა სამომავლო კარიერული განვითარების.
რრრრრრრრ
14 იანვარი 2021 13:52
0
აქა ვართ ბატონო აგერავართ
ვოლგოგრადის როტორის სკაუტი
14 იანვარი 2021 13:43
0
მაგარი პესიმისტი ხალხი შემოდის ამ საიტზე
ლშა
14 იანვარი 2021 11:42
3
ჯერ უნდა დაფიქრდე ცოტა, როცა ტრანსფერზე გადარეული გარბიხარ. პაოკის შემადგენლობა ნახეთ? ძალიან მაგარი ფეხბურთელები ჰყავთ. რა თქმა უნდა ნინუა ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მანდ ვერ მოხვდება ძირითადში.
რა გგონიათ, ბეშიქთაშში სხვანაირად იქნებოდა რომ გადასულიყო? იქაც სკამზე გაამწესებდნენ.
გენა
14 იანვარი 2021 11:12
0
"როტორი")))))
ლაშა
14 იანვარი 2021 09:53
1
დააცადეთ ცოტა ხანი,ათამაშდება,თუ არადა როტორი აქ არარის..
როტორი
14 იანვარი 2021 03:52
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული