თურქებს არველაძის მიერ მოთხოვნილი თანხა ეძვირათ

AutoSharing Option
თურქული გამოცემა yeniasir-ი წერს, რომ სუპერლიგის კლუბი "გიოზტეპე" შოთა არველაძის მუშაობით იყო დაინტერესებული, თუმცა ქართველის მიერ მოთხოვნილი თანხა ეძვირა.

წყაროს ცნობით, კლუბის წარმომადგენლები არველაძეს შეხვდნენ, შოთამ კი ადმინისტრაციას 6-თვიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 500 000 ევრო მოსთხოვა, "გიოზტეპეს" კი ამდენის გადახდა არ უნდა.

გამოცემა წერს, რომ კლუბის სიაში არველაძე პირველი იყო, ახლა კი "გიოზტეპე" მოლაპარაკებებს სხვა სპეციალისტებთანაც აწარმოებს. იმედი აქვთ, მწვრთნელს უფრო ნაკლები ხელფასითაც იპოვიან.

"გიოზტეპე" თურქეთის სუპერლიგის ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს. გუნდმა ბოლო 1 ტურიდან 5 წააგო და 1 ფრედ ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
არველაძეს ტვინიც ეყო და ნიჭიც, და ამიტომ ნუღა გიკვირთ სხვაზე უკეთესად როა! / ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი, ჩემთვის ესეთი ფეხბურთელები არაფერს წარმოადგენე
Vasili
15:05 14-01-2021
4
რა მოხდა მერე ერთი ფეხბურთელში მილიონებს იხდიან და გადუხადონ სხვები უფრო მეტს მოითხოვენ და ნახონ მერე
ლია
15:53 14-01-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული