ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართველი მეკარე კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში განაგრძობს

AutoSharing Option
ქართველი მეკარე ზაურ მახარაძე, რომელიც "ზორიადან" გუშინ, 13 იანვარს წამოვიდა, კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ კლუბ "დნიპროში" განაგრძობს.

"დნიპრო" უკრაინის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა (თუმცა კონკურენტებს დიდად არ ჩამორჩება) და უკანასკნელი 6 მატჩი ზედიზედ წააგო.

27 წლის მახარაძისათვის "დნიპრო" კარიერაში მე-3 გუნდია. აქამდე დონეცკის "ოლიმპიკისა" და "ზორიას" რიგებში უთამაშია.