ჩაკვეტაძის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატზე "ანტვერპენთან" საშინაო მატჩის წინ "გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა კლუბის საიტთან ისაუბრა და ტრავმირებული ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობის თაობაზეც გააკეთა კომენტარი:

"ჩაკვეტაძის მდგომარეობა უკეთესია. როდესაც გუნდში დავბრუნდი, ტრავმირებული დამხვდა. ახლა შემექმნა შთაბედილება, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. ეს მისთვის და გუნდისთვის კარგი ამბავი და პერსპექტივაა".

გიორგი მომავალი შეხვედრის განაცხადში არ არის შეყვანილი და სავარაუდოდ, თამაშს თებერვალში დაიწყებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სრულ გამოჯანმრთელებას და წარმატებებს ვუსურვებ!!! იმედია, ნაკრებს სრულ სპორტულ მზადყოფნაში დაუბრუნდება!!!
tngh
13:56 16-01-2021
0
რეაბილიტაცია ბოლომდე უნდა გაიაროს, ყველანაირი რისკები უნდა ბოლომდე შეამციროს, ალბათ ინდივიდუალურად და ექიმების დაკვირვების ქვეშ ვარჯიშობს, ერთი სიტყვით არ უნდა იჩქაროს, საჩქარო აღარაფერია.ჩაკვეტაძის იმედი აქ ნამდვილ გულშემატკივრებს და მას შეყურებენ, წარმატებები და ჯამრთელობა ჩაკვეტაძეს,ის თუ ფორმაში შევა ასეთ ძლიერ ჯგუფშიც როგორშიც ნაკრები მოხვდა შეუძლებელი არაფერი იქნება.
ziko
13:41 16-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული