ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდა

AutoSharing Option
ფრანგული "ვალენსიენი" იუწყება, რომ კლუბმა ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გადაიბირა.

34 წლის ჩვენებურს ლიგა 2-ის ბინადარმა გუნდმა კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ახალ გუნდში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კანკავას ბოლო კლუბი ყაზახური "ტობილი" გახლდათ. ჯაბას საფრანგეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს და ის ერთი ხანობა "რეიმსის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება "ვალენსიენს", კლუბი საფრანგეთის მე-2 ლიგაში ასპარეზობს და 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.
მკითხველის კომენტარები / 21 /
"კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა"...
ზაფხულამდე რაღა დარჩა რო?!...
buba
17 იანვარი 2021 14:53
0
მე მაინც "ანართოსიზს" და "როტორს" ვურჩევდი)))
ჯაბა
17 იანვარი 2021 12:53
2
ლურსმნის შოვნა ძალიან ჭირს? გამგები გაიგებს
დავით 67
17 იანვარი 2021 02:01
10
ტოპ ჩემპიონატების მეორე ლიგები და საშუალო რეიტინგული ჩემპიონატრბის პირველი ლიგები არი სწორედ საშუალო ევროპული დონე
Ziz
16 იანვარი 2021 21:17
3
ნაკრებისთვის კაია, მაინც ატამაშებენ და სისწრაფეებს მაინც მოუმატებს, თუ ათამაშეს ძირითადში. უმაღლეს ლიგაში აპირებს ალბათ გუნდი გადასვლას და ჩამშლელი ჭირდებათ. მანდ ძირითადის მოთამასე დამტვრეულია და ჯაბა მუქტAD დაიმატეს. კაია
ლ.მ
16 იანვარი 2021 20:26
1
ძალიან გამიხარდა ჯაბას კონტრაქტის ამბავი.კი ბატონო,მხოლოდ ზაფხულამდეა,მაგრამ ეს ფაქტობრივად გამოსაცდელი ვადაა და დარწმუნებული ვარ,შესძლებს თავის საფრანგეთში დამკვიდრებას.ჯაბას მიმართ,ერთადერთი სანანებელი მაქვს,სისწრაფე რომ დაენათლებინა ღმერთს,ნებისმიერ ლიგაში ითამაშებდა.ნამდვილი მგელია და ნამდვილი პროფესიონალი.
სოსო
16 იანვარი 2021 19:35
1
ტოპოლში ყოველ წელს ევროპა ლიგაზე თამაშობდა მაინც მარა ისე რათქმა თქმა უნდა ყაზახეთის ჩემპიონოატს ლიგა 2 ჯობია
Givi
16 იანვარი 2021 18:23
2
წარმატებას ვუსურვებ. ტონუსში იქნება, ჯაბა.
100%
16 იანვარი 2021 17:25
0
პროფესიონალი.რა უნდოდა ამას ყაზახეთში.სამი წელი დაკარგა.შეეძლო მაშინვე საფრანგეთში დარჩენა.ასაკის კვალობაზე ნამდვილად მშვენიერი ვარიანტია.წარმატებები ჯაბა.
Master
16 იანვარი 2021 16:30
0
ivnisshi chamova albat Dinamoshi,zudi ar ikneba!
qomagi
16 იანვარი 2021 16:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული