ბრუნდება თუ არა საბა კვირკველია "ლოკომოტივში" - ფეხბურთელის კომენტარი

AutoSharing Option
19 იანვარს რუსულ პრესაში დაიწერა, რომ შესაძლო იყო, საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივში" დაბრუნებულიყო.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ "რკინიგზელებმა" მის შემცვლელად ნაყიდ სლობოდან რაიკოვიჩს კონტრაქტი გაუწყვიტეს.

sportall.ge საბა კვირკველიას რუსეთში დაუკავშირდა და აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა.

ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ახლა "როტორთან" ერთადაა შეკრებაზე და "ლოკომოტივიდან" არავინ შეხმიანებია.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ის სეზონის მეორე ნახევარსაც ვოლგოგრადულ გუნდში გაატარებს, თუმცა, თუ რაიმე უკეთესი ვარიანტი გამოჩნდება, წასვლასაც არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ კვირკველიამ "როტორში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით უნდა იასპარეზოს. ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება,
რადგან "ლოკომოტივთან" კონტრაქტი უსრულდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სიომინის გაშვება კიკნაძეს მიეწერა.ჯერ ერთი ეგ დონე საკმარისი არ იყო, მეორე, აჰა აღარაა კიკნაძე, მაგრამ სიომინს არ აბრუნებენ.სწორსაც შვებიან.
sergo
21 იანვარი 2021 10:58
4
საფეხბურთო სპორტული გადაცემები როგაკეთდეს ხოშეიძლება კვირაში სამჯერ როიყოს?!
beqa
20 იანვარი 2021 22:39
1
მორჩა ქართველების თემა "ლოკოში" ! კიკნაძე წავიდა! არ ვარ საბას კრიტიკოსი მარა ..." როტორს" კარგად ჩასჭიდოს ხელი.
სანდრო
20 იანვარი 2021 16:01
11
ისე ქართველი ფეხბურთელების თემა "ლოკოში" ზუსტად რომ კიკნაძის (თვითონ გვარის გარდა ქართული არაფერი აქვს) მოსვლით და სიომინის წასვლით მორჩა, საბამ კი სამწუხაროდ მაგრა დაუკლო, მაგრამ იქნებ შეძლოს და "როტორის" ამარა არ დარჩეს...
Dato
21 იანვარი 2021 06:53
2
კიკნაძემ გაუშვა
ნუგზარი
21 იანვარი 2021 01:37
1
საბა ლოკოში ვეღარ. რაიკოვიჩი კი გაუშვეს, მაგრამ "ბორდოდან" 29 წ.პაბლო აიყვანეს, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი.
ჯაბა
20 იანვარი 2021 15:49
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული