ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოქრიაშვილი ვარჯიშს ორ კვირაში დაიწყებს - ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა "ანორთოსისში"

AutoSharing Option
"ანორთოსისის" ტრავმირებულ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს გუშინ დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს, - იტყობინება 24sports-ი.

გამოცემის ცნობით, თუ ყველაფერი კარგად იქნა, ოქრიაშვილი სრული დატვირთვით ვარჯიშს 2 კვირაში დაიწყებს და ფინიშის სწორზე დაეხმარება გუნდს, რომელსაც მის გარეშე აშკარად უჭირს და მწვრთნელი თემურ ქეცბაია მის დაბრუნებას ძალიან ელის, რადგან გუნდში, ალბათ, ყველაზე შემოქმედი ფეხბურთელია.

ოქრიაშვილს ტრავმის გამო ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, მუხლი აქვს შეშუპებული და ახლა მთავარია, ჩაუცხრეს. თორნიკეს ფამაგუსტურ კლუბთან კონტრაქტი მაისის ბოლომდე აქვს გაფორმებული და ჯერ უცნობია, გაუგრძელებენ თუ არა.