დავითაშვილმა გაიტანა, არაბიძემ ხარიხას გაარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩში ქართველების "როტორი" "იაგელონიას" დაუზავდა - 1:1.

მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი და ნიკა ყიფიანი სასტარტოში დააყენა. დებიუტში ზურიკომ ყიფიანი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან მომენტი ვერ გამოიყენა. შემდეგ ბილოსტოკურმა გუნდმა ანგარიში გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე დავითაშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ხაცკევიჩმა თერთმეტივე ფეხბურთელი გამოცვალა და შეცვლაზე დებიუტანტი გიორგი არაბიძე შეუშვა. 64-ე წუთზე მის მიერ შორიდან ძლიერად დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

"იაგელონიაში" არ უთამაშია მეკარე ლუკა გუგეშაშვილს.

26 იანვარს "როტორი" სლოვენიის "მურას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
დაჟე არ ელოდებოდა, დაჟე სულ არ ეჯერაა,
კარგია რომ კარში მოხვდა, ამით მართლა გვეშველააა.
კარში, რომ არ წასულიყო, კარებს რომ აცელოდა,
მერე სად უნდა გვეჩიჩმა, მერე სადღა გვეძებნაა?
კარგია, რომ ფეხი მოსდევს. იცის საით გაფრინდეს და უცუს საუთ ეძებოს?
ადრეც მაგ იმედზე იყო, სთვლის რომ უნდა ეფერონ..
ვახ რამსიგრძე და რამხელა პასი მისცა აზრზე ხარ? თითქოს მარილზე გაუშვა ჩელებაძე აღზევანს..
კარფ ფეხბურტელად ითვლება ის, ვინც ათიდან შვიდგერ არ აცელს ბურთს ფეხს. ექვსი ეს უკვე მიღწევაა, ხუთი მოვლენა, ოთხი უფლის საჩუქარი, სამი ღმერთმა დაბადაა და გაუმმარტჯოს ტრაქტორისტ ჯემალას,, ყველას უანგაროდ ეხმარება, ზოიას კი, ყველა პრასტოი ტუტკასკს ეხაცის რატა ტოო? სად არის სამართალი ტოოო?ცაშო, თუ სცვლებში? ...აზრზე მოდი ხიდზე დარჩი, რა გაყტყდა ავქსენტას?
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
20 თებერვალი 2022 05:51
0
"როტორი" არაბიძის ბოლო შანსია... იმედია, გამოიყენებს!!!
tngh
22 იანვარი 2021 16:23
1
არაბიძემ ერთ მომეტში ხარიხას გაარტყა და მერე რა, ამით მორჩა? მეტი ვეღარაფერი ქნა? ეგრე მე რომ მათამაშო 90 წთ-ის განმავლობაში ერთ სახიფათო დარტყმას მეც შევასრულებ.
dato
22 იანვარი 2021 11:35
11
მერე ის რომ ითამაშა და კარგია. კიდევ პასი გააკეთა 12, სამჯერ აუტი მოაწოდა... იმედია ფორმაშიც შევა და ძირითადშიც ითამაშებს. შენ კი ინტრიგანი თუ არ ხარ, რა გინდა?
შოთა
22 იანვარი 2021 15:29
0
საკვანძო სიტყვაა "თუ" შევა ფორმაში და "თუ" დაიცავს დისციპლინას
ზორბეგი
22 იანვარი 2021 11:06
0
მომავალი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველები: კვარა, ჩაკვე, არაბიძე. შეცვლაზე: დავითაშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე. არ იქნება ცუდი, თუ ყველანი კარგ ფორმაში იქნებიან. უკეთესი კლუბებიც მოვა.
შოთა
22 იანვარი 2021 10:42
1
არაბიძე თუ შევიდა ფორმაში და დისციპლინა დაიცვა, ნაკრებში ეგ მარჯვენა ფლანგზე,შუაში ჩაკვე და მარცხნივ კვარა იქნება ერთ-ერთი ყველაზე შემტევი და კრეატიული ხაზი რაც კი გვყოლია.
გმ
22 იანვარი 2021 08:46
1
იფფ ესენი სამივე კარგ ფორმაში, რა კარგი სანახავი იქნება ნაკრებში.
შოთა
22 იანვარი 2021 10:38
0
გავარდა ყარაულის თოფი..
იკა
22 იანვარი 2021 06:46
5
... ყოჩაღ ბიჭებო!!!
დათო
21 იანვარი 2021 23:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული