ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გუნდია თუ სათვისტომო? - "როტორში" კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს

AutoSharing Option
transfermarkt-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის მცველი ილია ბერიაშვილი "როტორში" ითამაშებს.

დღეს ბერიაშვილმა "იაგელონიასთან" ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ საბა კვირკველია შეცვალა, თუმცა ვოლგოგრადული კლუბი თავის საიტზე წერს, რომ შეცვლაზე გუნდში სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი შევიდა.

გასულ სეზონში ილია "თელავის" ღირსებს იცავდა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც ასპარეზობდა.

"როტორში" აგრეთვე ზურიკო დავითაშვილი, გიორგი არაბიძე, ნიკა ყიფიანი და ბექა მიქელთაძე თამაშობენ.