საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი "ანორთოსისში"?

AutoSharing Option
კვიპროსული goal-ი წერს, რომ ბერძენი ლაზაროს ხრისტოდოლოპულოსის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი ახალ ფეხბურთელს ეძებს და ასეთ კანდიდატად ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველი ვაკო გვილია მიაჩნია.

ქეცბაიას გუნდში გოლის გატანაზე ორიენტირებული ნახევარმცველის მიყვანა სურს, ვაკო გვილიას შესაძლებლობებს კი ძალიან კარგად იცნობს და მიიჩნევს, "ანორთოსისის" საჭიროებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.

პრობლემა კი ერთია: კვიპროსული კლუბისთვის გვილია ზედმეტად ძვირიანი ფეხბურთელია და ტრანსფერში ხელისშემშლელი ფაქტორი ეს შეიძლება აღმოჩნდეს.

ვაკოს "ლეგიასთან" მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება. გადავა თუ არა "ანორთოსისში", ეს საკითხი ნათელი მომავალ
დღეებში გახდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გვილია ისედაც კარგადაა ლეგიაში, რომელიც ანორთოსისზე უკეთესი კლუბია. რავი, რატომ უნდა გადავიდეს? მაგას სჯობდა ისევ უკლუბო კვეკვესკირი ან ყაზაიშვილი მიეწვია, ანდა უთამაშებელი აბურჯანია.
ლაშა
23 იანვარი 2021 11:55
1
აქ პატრიოტიზმი არაფერ შუაშია.ქეცბაიამ კარგად იცის გვილიას შესაძლებლობები და სჭირდება ასეთი დონის ნახევარმცველი. მაგრამ გვილიასთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება თუ დათანხმდება! ისე ქეცბოს თუ მასე აწუხებს მოჭარბებულად პატრიოტული გრძნობები ეროვნული ლიგიდან წაიყვანოს ახალგაზრდა ნახევერმცველი და გაუხსნას გზა ევროპაში! პირადად ქეცბაიას დიდ პატივს ვცემ არ გეგონოთ არ მომწონდეს! მაგრამ ეს ბიზნესია პირველ რიგში!
kaxa
23 იანვარი 2021 11:33
1
შოთი ჭკვიანია, ქართველებს რომ არ იკარებს, თორე ნათესავი და სამეგობრო მაგათ რო ყავთ ისე უნდა.
ლაშა
23 იანვარი 2021 09:53
0
Საოცარია პირდაპირ, სანამ საქართველოში მუშაობდა ლამის ცოცხლად შეჭამეთ კაცი, რა აღარ დააბრალეს, რაღას აღარ ამბობდნენ, გახდა იძულებული წასულიყო, ეხლა აქებთ....... Საქართეველოს ნაკრების მწვრთნელს კი სადღაც სხვაგან ეძებენ, იცით რატო? Იმიტომ რომ არცერთ ქართველ სპეციალისტს არ უნდა ნაკპებში ან დინამოში მუშაობა, ეგრევე მსოფლიო ჩემპიონობას მოსთხოვენ, ან ევრო ლიგის ჩემპიონობას, არავის ესმის სიმართლე, რეალობა არავის უნდა, რეალობა კი განსხვავდება იმ ილუზიებიდან რომელშიც ცხოვრობს ხალხი, ჩვენი ფეხბურთი არის ბოლო საფეხურზე,ჩვენს ქვემოთ მხოლოდ ჭაობია........ Კარგ დონეს გინდა ფეხბურთი იყოს გინდა სხვა რამ 24 საათიან რეჟიმში უნდა მუშაობა, ოფლის ღვრა,ჩვენ კი გვგონია მშვრთნელს დავნიშნავთ ვინმე მაგარს, ძალიან ძვირად ღირებულს და ჩემპიონებიც გავხდებით! Ქეცბაია ეცადა ყრველნაირად რაიმე შეეცვალა, იმის ნაცვლად რომ დახმარებოდნენ ხელი შეუშალეს ყველაფერში, ადამიანს ისეთი რამ უნდა ჰკითხო რომელიც საქმესთან ახლოს არის, მას კი ჟურნალისტებთან უწევდა იმის დამტკიცება რომ ის პროფესიონალია თავის საქმეში, რომ ის კარგი ფეხბურთელი და კარგი მწვრთნელია, ყოველ ჯერზე მას უხდებოდა ამის მტკიცება, ამოუყვანეს კაცს ყელში, ეხლა დადექით და აქეთ, საქართველოში რომ იყო მაშინ უნდა გაფრთხილებოდით, ეხლა რაღა აზრია აქვს? Ეხლა ბერძნები უფრთხილდებიან და ისიც მუშაობს ძალიან კარგად.
Ანზორა
23 იანვარი 2021 09:44
1
ქეცბაის ნაირი პატრიოტები რომ იყოს თუნდა 30% ქართულ ფეხბურთში დიდი ხანია წამყვან პოზიციებზე ვიქნებოდით ევროპაში და არც ჯგუფუევროტურნირებზე გადვლა გვექნებოდა სანატრელი კაცმა კვიპროსული კლუბი გაიყვანა კვიპროსი რომლის შესახებ ფეხბურთთან დაკავშირებით საერთოდ არავინ არ იცოდა და თამაც ღირსეულად გამოვიდა ჯგუფში გრანდებს გაუწია წინააღმდეგობა თქვენკი გალსტუკიანობა მისი პირდაპირობა ვერ აიტანეთ( მართალია ზოგჯერ გადააჭარბა სიფიცხე ახასიათებს ვინაა იდიალური)ბევრჯერ იტყვის კიდევთავის სათქმელს საქმით ვინმეს ნათესავი ან მეგობარი რომ არ გეგონოთ პირადად საერთოდ არ ვიცნობ და არც არასდროს შევხვედრივარ დათუ მომეცა საშუალება და სადმე შევხვდი გულიან მადლობას გადავუხდი რომ სულით და გულით იხარჯებოდა ქართული ფეხბურთისათვის ე. გ. ი. ქვეყნისთვისაც წარმატებები და უფალი გიფარავდეს
კახა
23 იანვარი 2021 02:47
0
ქეციას მალადეც სხვა ქართველი მწვრთნელები არ იყვნენ რატომღაც მონდომებულები ასე არც ცხადაძე არც არველაძე.
dato
22 იანვარი 2021 22:55
0
Ქეცბაია, წარმოშობით კვიპროსელ თუ ბერძენი მილიარდერის სიძეა, ვინც კვიპროსში და საბერძნეთში საკმაოდ დიდ კაპიტალს ფლობს, მათ შორის მგონი საფეხბურთო კლუბ ანორთოსისსაც და არ არის გასაკვირი, რომ თემური ასეთი აქტიურია კლუბის მენეჯმენტში და თავის თავზე იღებს სელექციასაც(ნეპოტიზმით გაჯერებული, თუ ობიექტურები ვიქნებით, თორემ დამსახურებით და კლასით, დიდ კითხვის ნიშნებს ტოვებს ზოგ ზოგიერთი ჩვენი ფეხბურთელის სათამაშო უნარები და ფიზიკური კონდიციები..), Რომელი მწვრთნელი იტყვის უარს, ქეცბაიას ნაირი სტატუსით რომ სარგებლობდნენ კლუბებში?!! Ცოტა დაუფიქრდი სანამ ასეთ აზრებს გაგვიზიარებ მეგობარო. Და კიდევ მარტო პატრიოტიზმს ნუ მიაწერ ასეთ მოქმედებას, სელექციაში დიდი ფული ტრიალებს, თანაც პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ევროპის სინდიკატი განსაკუთრებულად გამოირჩევა ასეთი მაქინაციებით. Ნებისმიერ შემთხვევაში თემური ორ კურდღელს იჭერს ამ შემთხვევაში. Და მაინც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის რა თქმა უნდა! Და თუ რამეს იქით შოულობს ღმერთმა ხელი მოუმართოს! PS ᲓᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲜᲣᲚᲘ ᲕᲐᲠ ᲡᲮᲕᲐ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲘᲡᲢᲔᲑᲘᲪ ᲘᲒᲘᲕᲔᲡ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲔᲑᲓᲜᲔᲜ, ᲠᲐᲡᲐᲪ ᲗᲔᲛᲣᲠᲘ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ, ᲐᲛᲘᲡ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲐ ᲠᲝᲛ ᲥᲝᲜᲓᲔᲗ ᲛᲔᲒᲝᲑᲐᲠᲝ!
გურია
23 იანვარი 2021 00:45
4
კვიპროსული კლუბისთვის გვილია ზედმეტად ძვირიანი ფეხბურთელი ყოფილა :D
gio
22 იანვარი 2021 22:21
0
ქეცბაიას მადლობა ამდენ ქართველს თავის გამოჩენის შანსს რომ აძლევს და გუნდს ქართველების გარშემო აშენებს, რაც სამწუხაროდ სხვა ქართველ სპეციალისტებში არ ჩანს, თუმცა გვილია კვიპროსისთვის არ მემეტება, რატომღაც მგონია ბევრად მაღალ დონეზე შეუძლია თამაში, წარმატებები!
გიორგი
22 იანვარი 2021 15:55
5
გამოდით იქ რაღაცა, ჯუნგლებში. იმათთვის ჩვენი კლასი ისეა როგორც ესპანელების ჩინეთში.
დათო
22 იანვარი 2021 15:52
17
კვიპროსია ჯუნგლები? ძალიან არასწორი წარმოდგენა გაქვს
თორნიკე
22 იანვარი 2021 19:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული