ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი "ანორთოსისში"?

AutoSharing Option
კვიპროსული goal-ი წერს, რომ ბერძენი ლაზაროს ხრისტოდოლოპულოსის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი ახალ ფეხბურთელს ეძებს და ასეთ კანდიდატად ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველი ვაკო გვილია მიაჩნია.

ქეცბაიას გუნდში გოლის გატანაზე ორიენტირებული ნახევარმცველის მიყვანა სურს, ვაკო გვილიას შესაძლებლობებს კი ძალიან კარგად იცნობს და მიიჩნევს, "ანორთოსისის" საჭიროებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.

პრობლემა კი ერთია: კვიპროსული კლუბისთვის გვილია ზედმეტად ძვირიანი ფეხბურთელია და ტრანსფერში ხელისშემშლელი ფაქტორი ეს შეიძლება აღმოჩნდეს.

ვაკოს "ლეგიასთან" მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება. გადავა თუ არა "ანორთოსისში", ეს საკითხი ნათელი მომავალ
დღეებში გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ