ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დაბრუნდება თუ არა გიორგი ქვილითაია "გენტში" - რას წერს ბელგიური პრესა

AutoSharing Option
ბელგიური საიტი voetbalprimeur.be იმ ფეხბურთელების შესახებ წერს, რომელიც "გენტს" სხვადასხვა კლუბში ჰყავს განათხოვრებული და მათ სამომავლო პერსპექტივებს აფასებს.

რა თქმა უნდა, მათ ჩვენებური გიორგი ქვილითაიას შესახებაც დაწერეს, რომელიც იჯარით ფამაგუსტის "ანორთოსისში" თამაშობს.

"გენტმა" ქვილითაია 3 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელმა თავი დიდი ვერაფრით გამოიჩინა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც გაუთავებელი ტრავმები იყო.

ის ამჟამად იჯარით "ანორთოსისში" თამაშობს, სადაც საკმაოდ კარგად ირჯება. მას ამ სეზონში უკვე 12 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა აქვს, 2021 წელს კი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

ჩვენი აზრით, ქვილითაიას
"გენტში" დაბრუნების ალბათობა საკმაოდ დაბალია, თუმცა, თუ ის თამაშს ასე კარგად გააგრძელებს, კლუბს შეეძლება ის სარფიანად გაასხვისოს", - წერს საიტი.