კვარაცხელიას ხელებით იჭერენ, ცდილობენ, წააქციონ, ის კი მიქრის - "რუბინის" ექსმწვრთნელი ხვიჩას აქებს

AutoSharing Option
business-gazeta-სთან ინტერვიუში "რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი ჩალიმ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"ვფიქრობ, ხვიჩას ევროპაში წასვლა უნდა და ტოპ-ჩემპიონატში გადასასვლელად კარგი დონე გააჩნია. საერთოდ არ ეშინია მეტოქესთან ერთი-ერთზე თამაში, მიმართულების ცვლილებისას ბურთს შორს არ უშვებს. ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და ჩემი აზრით, "რუბინს" მალე დატოვებს.

აგენტები, უეჭველად, უკვე რიგში დგანან. მთავარია, თავბრუ არ დაეხვეს. საჭიროა ისეთი გუნდი იპოვოს, სადაც ახალ მწვრთნელთან ერთად ახლებურად გაიხსნება. ახლა მთავარია, ტრავმა არ მიიღოს, თავი წარმოაჩინოს და განვითარდეს.

მისი ყურება სასიამოვნოა. როდესაც ის თამაშობს, "რუბინი" სულ
სხვანაირად გამოიყურება. მას მისდევენ, ხელებით იჭერენ, ორი მოწინააღმდეგე ცდილობს, წააქციოს, ის კი მიქრის. და ეს 19 წლის ასაკში. აი, ასეთი ფეხბურთელები უნდა გავზარდოთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზედმეტია ამდენი ქება. დაეშვით მიწაზე. ჯერ არაფრისთვის მიუღწევია. პრაგმატულად და ცივი გონებით! ბევრი გვყოლია ტალანტები, მაგრამ აბა გამახსენეთ, რომელი მათგანი შედგა ისეთ ფეხბურთელად, რომელიც თუნდაც ტოპ ჩემპიონატების თუნდაც საშუალო დონის გუნდში ითამაშებდა?
ასე რომ გაითვალისწინეთ წარსული და აცადეთ ამ ბიჭს რეალობის გააზრება. ნუ აცხოვრებთ ღრუბლებში, თორემ მისგანაც იგივეს მივიღებთ, რაც მივიღეთ ყენიასგან, ანანიძისგან, ჭანტურიასგან, ყაზაიშვილისგან, არაბიძისგან და ა.შ.
Modric
17:41 23-01-2021
6
კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, შენგელია, რომ გვყოლოდა "გავხევდით" მაკედონიას. იმედია, მომავალში ყველა მზად იქნება საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ყველამ საქართველოზე უნდა ილაპარაკოს...
tngh
15:31 23-01-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული