ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელიას ხელებით იჭერენ, ცდილობენ, წააქციონ, ის კი მიქრის - "რუბინის" ექსმწვრთნელი ხვიჩას აქებს

AutoSharing Option
business-gazeta-სთან ინტერვიუში "რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი ჩალიმ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"ვფიქრობ, ხვიჩას ევროპაში წასვლა უნდა და ტოპ-ჩემპიონატში გადასასვლელად კარგი დონე გააჩნია. საერთოდ არ ეშინია მეტოქესთან ერთი-ერთზე თამაში, მიმართულების ცვლილებისას ბურთს შორს არ უშვებს. ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და ჩემი აზრით, "რუბინს" მალე დატოვებს.

აგენტები, უეჭველად, უკვე რიგში დგანან. მთავარია, თავბრუ არ დაეხვეს. საჭიროა ისეთი გუნდი იპოვოს, სადაც ახალ მწვრთნელთან ერთად ახლებურად გაიხსნება. ახლა მთავარია, ტრავმა არ მიიღოს, თავი წარმოაჩინოს და განვითარდეს.

მისი ყურება სასიამოვნოა. როდესაც ის თამაშობს, "რუბინი" სულ
სხვანაირად გამოიყურება. მას მისდევენ, ხელებით იჭერენ, ორი მოწინააღმდეგე ცდილობს, წააქციოს, ის კი მიქრის. და ეს 19 წლის ასაკში. აი, ასეთი ფეხბურთელები უნდა გავზარდოთ".

ასევე დაგაინტერესებთ