კანკავას დებიუტი ფრანგულ გუნდში დრამატულ მატჩში შედგა

AutoSharing Option
ფრანგულ "ვალანსიენში" საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას დებიუტი შედგა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 21-ე ტურში "ვალანსიენი" სტუმრად დაუზავდა აუტსაიდერ "შატორუს" (3:3), კანკავამ კი შეუცვლელად ითამაშა.

ჯაბას გუნდი თავიდან აგებდა, შემდეგ დაწინაურება მოახერხა, მაგრამ 90-ე წუთზე გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა.

ნამატჩევს "ვალანსიენის" მწვრთნელმა ოლივიე გეგანმა კანკავა და "გენგამიდან" ახლახან გადაყვანილი თავდამსხმელი გაეტან რობაილი შეაქო, რომელიც შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 3 საგოლე პასი გააკეთა.

"რობაილი და კანკავა ძალიან სასარგებლონი იყვნენ. გუნდში ადაპტაციისთვის დრო არ ჰქონდათ, მაგრამ ისე ითამაშეს, თითქოს კარგა ხანია
აქ არიან. კიდევ უფრო მეტად წაადგებიან გუნდს. ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება".

"ვალანსიენი" 28 ქულით მე-8 ადგილზეა და 26 იანვარს "პარიზს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კანკავა მიყვარს (y) რაგბის მენტალიტეტი აქვს
რაგბის ფანი
21:07 24-01-2021
0
კანკავას ნაკრებისთვის არასოდეს უღალატია!!!
ნაკრების მწვრთნელს რაც შეეხება შეგნებულად წელავენ.ნაკრებს თავიანთი ბანდის წევრი ხიზანიშვილი გამოიყვანს მოედანზე......
zura
17:45 24-01-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული