ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელიას ვერ აჩერებენ - ხვიჩამ ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინი" ამხანაგურ შეხვედრას "სოჭისთან" თურქეთში, ქალაქ ბელეკში მართავს, ქართველმა კი 2 გოლის გატანა უვკე მოასწრო.

ხვიჩამ პირველ ტაიმში მეტოქეის მცველ იბრაგიმ ცალაგოვს თავისივე საჯარიმოსთან აართვა ბურთი და სოსლან ჯანაევი მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო. გატანილი გოლის გარდა, კვარაცხელიამ რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შექმნა.



მეორე ტაიმის დასაწყისში კი 1 მეტოქეს დრიბლინგით გასცდა, მეორემ კი საჯარიმოში წააქცია - პენალტი თავადვე გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა - 2:2.


ცოტა ხანში იგნატიევმა ცარიელ კარში
შეაგდო და "რუბინი" მეტოქეს ანგარიშით 3:2 ამარცხებს.

ასევე დაგაინტერესებთ