საქართველოს ნაკრების მეკარის სრული უიღბლობა ესპანეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 22-ე ტურის მატჩში გიორგი მაკარიძის "ალმერიამ" "საბადელს" უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო - 2:2.

გიორგიმ შეხვედრაში რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, თუმცა "ალმერიამ" ქულები მეტწილად მისი უიღბლობის შედეგად დაკარგა.

პირველი გაშვებული გოლის დროს ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი მაკარიძეს მოხვდა ხელზე და კარში შევარდა. მეორე გოლი კი უფრო დასანანი აღმოჩნდა - ქართველ კიპერს ბურთი თამაშში შეჰყავდა, როცა ფეხი აუსრიალდა და ბურთი მეორე ფეხზე მოირტყა, თავისუფალი დაინიშნა და "საბადელმაც" გაიტანა.

"ალმერია" 21 თამაშის შემდეგ სეგუნდა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს
იკავებს. გუნდი პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ "ესპანიოლსა" და "მალიორკას" 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა მათთან შედარებით 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 7 /
უიღბლო დღე ყველა ფეხბურთელს ააქვს იმედია მაკარ ეს დღე იყო ბოლო უიღბლო დღე შენს კარიერაში ....წარმატებები
L.J.
17:10 25-01-2021
1
არაუშავს, ვის არ მოსვლია.. :)
კახაკ
17:15 25-01-2021
2

სიახლეები პოპულარული