4 გოლი მისი დამსახურება იყო - ბუდუ ზივზივაძე სიმბოლურ გუნდშია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში არგამოძახებული ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ყველაზე მასშტაბურმა უნგრულმა სპორტულმა გამოცემა csakfoci-მ უნგრეთის პირველი დივიზიონის კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

აი, რას წერს საიტი ქართველი თავდამსხმელის შესახებ:

"მან პირველ 4 გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა. პირველად კარგი პასი გააკეთა და ფუნშოს გაატანინა, შემდეგ კი შეტევა წამოიწყო, დაარტყა და დამატებაზე ისევ ფუნშომ შეაგდო.

მესამე გოლი თავად ქართველმა გაიტანა, ხოლო მეოთხე გოლის დროს პეტრიაკს ისეთი პასი გაუკეთა, რომელიც შეუსრულებელ მისიად ჩანდა."

ბუდუმ უნგრეთის მიმდინარე ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გატანილი გოლი და
6 საგოლე პასია.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ ბუდუ მიხარია შენი წარმატებები! ისე ასეთი კარგი თამაშის მერე ასე ცოტა კომენტარი მიკვირს!
გიორგი კაჭკაჭიშვილი
22:52 28-01-2021
0
ყოჩაღ, ეხლა მთავარია არ მოდუნდე და ყველა ეპიზოდში ბოლომდე დაიხარჯო, სატრანსფერო პერიოდიდან გამომდინარე უამრავი აგენტი გაამახვილებს ყურადღებას შენს თამაშზე, აბა შენ იცი, წარმატებები! ძალიან გვჭირდება ღონიერი და გამტანი ფორვარდი
გიორგი
15:38 26-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული