ვაკო გვილიამ მაკედონიასთან მარცხზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ legia.net-ს ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"შარშან უკეთესი სეზონი მქონდა. შემოდგომაზე აქილევსი მაწუხებდა და რაღაცები არ გამომივიდა. თუმცა, იმედი მაქვს, გაზაფხულზე ყველაფერი კარგად იქნება.

ქართული ღვინო? ძალიან კარგია, არამხოლოდ პოლონეთშია პოპულარული. მე თუ მკითხავთ, საუკეთესო "საფერავი" და "ქინძმარაულია".

საქართველოს ნაკრებისთვის მაკედონიასთან მარცხი დიდი დარტყმა იყო, არა მხოლოდ ნაკრებისთვის, მთელი გუნდისთვის. ყველას ისეთი მოლოდინი ჰქონდა, რომ მოვიგებდით.

ისეთი შეხვედრა იყო, ვიცოდით, მატჩის ბედს 1 გოლი გადაწყვეტდა. თამაშის წინ ისეთი განწყობა გვქონდა, რომ ვინც პირველი
გაიტანდა, ის მოიგებდა.

ამ მატჩს "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს" შორის გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალს შევადარებდი. იქ უმაღლესი კლასის ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა, თუმცა თვალსასეირო ფეხბურთი არ ყოფილა. ზეწოლამ და სტრესმა ყველაფერი შეცვალა.

ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო, თან ფეხბურთელთა ტრავმებიც დაემატა. ძირითადი გუნდის 4 წევრი გვაკლდა, თამაშამდე 2 დღით ადრე კი გუნდის ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი კორონავირუსის გამო დავკარგეთ. მიუხედავად იმისა, რომ 0:1 დავმარცხდით, მაკედონიაზე ცუდი ნაკრები არ გვყავს.

საქართველოში ამ შეხვედრამ უდიდესი იმედგაცრუება გამოიწვია. თამაშის წინ საოცარი მოლოდინები გვქონდა,. შესაბამისად, წაგებაც იმედგამაცრუებელი იყო.

"ლეგიაში" დარჩენა მინდა. იმედია, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შევთანხმდებით", - თქვა ვაკომ.

შესაძლოა, ქართველ ფეხბურთელს ეს განზრახ არ გაუკეთებია, თუმცა შეხვედრის წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაინც დაასახელა - ფსიქოლოგიური განწყობა, რომ ვინც გატანდა, ის მოიგებდა. გუნდმა გოლი გაუშვა და თითქოს საკუთარი თავის არ სჯეროდა, რომ გათანაბრება შეეძლო.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 15 /
თუ ლიგის ფინალს ადარებ მალანი ლივერპული გაგეხსენებინათ, ბანძები არიან ლივერპული 0 3 ის მერე რომ არ დანებდნენ და მოიგეს? რა ვინც 1ს გაიტანდა ის მოიგებდა საიდან გაქვთ ეგეთი ლოგიკა მწვრთნელ-ფეხბურთელებს
ზორბეგი
17:01 26-01-2021
1
ზუსტად ფსიქოლოგიური განწყობის ბრალი იყო, იმის ბრალი რომ ერთი გოლი წყვეტს ყველაფერსო და აკანკალებული ფეხებით თამაშობდნენ, ვაისის შიშები და ქვეშაფსიობა გადაედოთ, არადა რომ მოექოქა ბიწები ვინმეს, უნდ აეთამაშათ რასაც ქვია, უნდა ემატავათ, უნდა დაეხიათ თავზე ბურთი განაგლებული ვითომ მაკედონლებისათვის, შეცდომაც იქმებოდა მარა იქნებოდა უკვე წნეხი იმათზე და გოლებიც მოვიდოდა. უნდა ეთამაშათ, გაემწარებინათ ინდივიდუალურად, შეეძლოთ თუნდაც მაგ შემადგენლობით ამის გაკეტება, მერე გენახათ იმათი გატეხვა, მარა ამის ნაცვლად შეშინებულები და დაგრუზულები გამოვიდნენ, ერთი გოლი წყვეტს ყველაფერსო და ემანდ რაიმე არ დაგვემართოსო. ბოსკამპის სიტყვების ინტერრეტაცია მინდება ,,მენტალუიტეტ დებილ!"
1

სიახლეები პოპულარული