ვაკო გვილიამ მაკედონიასთან მარცხზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ legia.net-ს ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"შარშან უკეთესი სეზონი მქონდა. შემოდგომაზე აქილევსი მაწუხებდა და რაღაცები არ გამომივიდა. თუმცა, იმედი მაქვს, გაზაფხულზე ყველაფერი კარგად იქნება.

ქართული ღვინო? ძალიან კარგია, არამხოლოდ პოლონეთშია პოპულარული. მე თუ მკითხავთ, საუკეთესო "საფერავი" და "ქინძმარაულია".

საქართველოს ნაკრებისთვის მაკედონიასთან მარცხი დიდი დარტყმა იყო, არა მხოლოდ ნაკრებისთვის, მთელი გუნდისთვის. ყველას ისეთი მოლოდინი ჰქონდა, რომ მოვიგებდით.

ისეთი შეხვედრა იყო, ვიცოდით, მატჩის ბედს 1 გოლი გადაწყვეტდა. თამაშის წინ ისეთი განწყობა გვქონდა, რომ ვინც პირველი
გაიტანდა, ის მოიგებდა.

ამ მატჩს "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს" შორის გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალს შევადარებდი. იქ უმაღლესი კლასის ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა, თუმცა თვალსასეირო ფეხბურთი არ ყოფილა. ზეწოლამ და სტრესმა ყველაფერი შეცვალა.

ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო, თან ფეხბურთელთა ტრავმებიც დაემატა. ძირითადი გუნდის 4 წევრი გვაკლდა, თამაშამდე 2 დღით ადრე კი გუნდის ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი კორონავირუსის გამო დავკარგეთ. მიუხედავად იმისა, რომ 0:1 დავმარცხდით, მაკედონიაზე ცუდი ნაკრები არ გვყავს.

საქართველოში ამ შეხვედრამ უდიდესი იმედგაცრუება გამოიწვია. თამაშის წინ საოცარი მოლოდინები გვქონდა,. შესაბამისად, წაგებაც იმედგამაცრუებელი იყო.

"ლეგიაში" დარჩენა მინდა. იმედია, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შევთანხმდებით", - თქვა ვაკომ.

შესაძლოა, ქართველ ფეხბურთელს ეს განზრახ არ გაუკეთებია, თუმცა შეხვედრის წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაინც დაასახელა - ფსიქოლოგიური განწყობა, რომ ვინც გატანდა, ის მოიგებდა. გუნდმა გოლი გაუშვა და თითქოს საკუთარი თავის არ სჯეროდა, რომ გათანაბრება შეეძლო.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 15 /
4 წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ნებისმიერ გუნდს უჭირს თამაში. კვარაცხელია, კიტეიშვილი, ჩანკვეტაძე და შენგელია, რომ გვყოლოდა, მაკედონიას "გავხევდით"...
tngh
14:49 27-01-2021
0
მაკედონიის ნაკრების თუ ასე შეგეშინდებოდათ არ გვეგონა, არ ყოფილხართ პროფესიონალები, და საერთოდ ამ ნაკრებს ევროპაზე რა უნდა? ერთა ლიგა ეგ არის თქვენი მაქსიმუმი. სამწუხაროდ ასეა.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული