ავსტრიის ჩემპიონატზე შესანიშნავად ასპარეზობს ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი.
ბუნდესლიგის მე-14 ტურში კიტეიშვილის "შტურმმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "ჰარტბერგს" და ამ მატჩში ანგარიში ქართველმა ლეგიონერმა 22-ე წუთზე გახსნა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს.
ოთარმა მიმდინარე ტურნირის 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, გრაცული გუნდი კი ლიდერ "ზალცბურგს" დაეწია (რომელიც ამ ტურის შეხვედრას ხვალ "რიდთან" გამართავს) და 30 იანვარს სტუმრად "ალტახს" დაუპირისპირდება.