ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვეკვესკირი უნგრეთის მეათეადგილოსან გუნდში გადადის?

AutoSharing Option
csakfoci.hu-ს ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც "ტობოლი" დატოვა, კარიერას "ჰონვედში" გააგრძელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ ბუდაპეშტურ გუნდს დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები შეექმნა და საჭირო გახდა ფეხბურთელების სასწრაფოდ დამატება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ის "ჰონვედის" მეხუთე ახალწვეული გახდება.

თუმცა უნგრულ კლუბს ჯერ ნიკას ტრანსფერი არ დაუდასტურებია.

"ჰონვედი" ქვეყნის თოთხმეტგზის ჩემპიონია, მაგრამ ახლა კარგი დროება არ უდგას - 12-გუნდიან ჩემპიონატზე მე-10 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს.

ასევე დაგაინტერესებთ