ხვიჩა კვარაცხელია დღეს შეიძლება "ყარაბახის" ფეხბურთელი ყოფილიყო - არშემდგარი ტრანსფერის ისტორია

AutoSharing Option
azerisport.com-მა ყოფილ ქართველ ფეხბურთელთან, ბადრი კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც იცით, ის ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მამაა.

მოგეხსენებათ, ბადრი კვარაცხელიამ კარიერის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში გაატარა. მას ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, კლუბებიდან კი "კაპაზისა" და "შამკირის" ღირსებას იცავდა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რეალურად მართლა მიიწვიეს თუ არა ხვიჩა 16 წლის ასაკში "ყარაბახში".

"დიახ, ეს სიმართლეა. "ყარაბახს" ჩემი შვილის გადაბირება მართლაც სურდა. ხვიჩა მაშინ 16 წლის გახლდათ, მაგრამ
არ შეეძლო 18 წლამდე პროფესიონალური კონტრაქტი გაეფორმებინა.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მოლაპარაკება არ შედგა. ამას გარდა, "დინამო" "ყარაბახს" საკმაოდ დიდ კომპენსაციას სთხოვდა", - ამბობს ბადრი კვარაცხელია.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რატომ აქვს საქართველოს ნაკრებების დონეზე უფრო მეტი წარმატება, კლუბებში კი აზერბაიჯანია უკეთესი.

"ევროპაში მხოლოდ რამდენიმე აზერბაიჯანელი ფეხბურთელი თამაშობს. ჩემს დროს, როდესაც აზერბაიჯანელს უცხოური ვარიანტი გამოუჩნდებოდა, მაინც სამშობლოში თამაშს არჩევდა.

მთელი ჩემი აზერბაიჯანული კარიერის განმავლობაში რეგიონის გუნდების ღირსებას ვიცავდი და ვიცი, რომ პერსპექტიული ფეხბურთელები გყავთ. საჭიროა, რომ რეგიონებში არსებულ ბავშვთა სკოლებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

"ყარაბახის" წარმატება ძირითადად ლეგიონერებმა განაპირობეს. ამ გუნდს წარმატებისთვის რომ არ მიეღწია, მოთამაშეები დიდი ხანია რწმენას დაკარგავდნენ და საზღვარგარეთ წავიდოდნენ.

საქართველოს ნაკრების ბევრი ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს, ეროვნულ ჩემპიონატში კი მაღალი დონის ლეგიონერები არ გვყავს და ალბათ, განსხვავებაც ესაა", - უპასუხა ბადრი კვარაცხელიამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბადრი კვარაცხელია არ იყო სამტრედიას მწვრთნელი რომელიც კლუბიდან გააგდეს იმის გამო რომ მუშტი-კრივი გამართა ფეხბურთელებთან?
ერთნი ამბობდნენ 2-3 ფეხბურთელი სცემაო,მეორენი ამბობდნენ 2-3 ფეხბრუთელმა სცემა ბადრი მათზე ფიზიკური ძალადობის გამოო....
kako
16:52 28-01-2021
0
მესიც შეიძლება "ყარაბახის" ფეხბურთელი ყოფილიყო.
"ყარაბახს" მესის გადაბირებაც სურდა. მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა.
"ბარსელონა" "ყარაბახს" დიდ კომპენსაციას სთხოვდა.
ქ. გ.
07:28 28-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული